შსს-ს გადაწყვეტილებით, ბაკურიანში 60 წლის მეხანძრე-მაშველ ტყუპ ძმებს სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება გადაეცათ

შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ბაკურიანში 60 წლის მეხანძრე-მაშველ ტყუპ ძმებს სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება გადაეცათ, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბაკურიანის სახანძრო-სამაშველო განყოფილების მეხანძრე-მაშველებს, ტყუპ ძმებს, ამირან და ავთანდილ წითლანაძეებს, 60 წელი შეუსრულდათ და 23 სექტემბერს სამსახურში ბოლო სამუშაო დღე ჰქონდათ.

„ძმები 38 წლის განმავლობაში ერთგულად და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით მსახურობდნენ სახანძრო-სამაშველო სამსახურში.

მეხანძრე-მაშველებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი ქალაქ ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამმართველოში ესტუმრა, შინაგან საქმეთა მინისტრის სახელით, სამოქალაქო უსაფრთხოების მაიორის წოდება გადასცა და გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაინერგა ახალი ინიციატივა, რომელიც დამსახურებული მეხანძრე-მაშველების სათანადოდ დაფასებას და სამსახურიდან მათ ღირსეულად გაცილებას ემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა