მიხეილ სარჯველაძე ფარულ ჩანაწერებზე - მცდარი მსჯელობაა, როდესაც პირდაპირ, მთავარ ეჭვმიტანილად და დამნაშავედ სახელმწიფო გამოიყვანეს

მცდარი მსჯელობაა, როდესაც პირდაპირ, ავტომატურად, მთავარ ეჭვმიტანილად და დამნაშავედ სახელმწიფო გამოიყვანეს, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც სარჯველაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო დაწესებულების გამართულ მუშაობას, როგორიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურია, დღეს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, და ამის უზრუნველყოფა მის ამჟამინდელ ხელმძღვანელს გრიგოლ ლილუაშვილს შეუძლია.

„მცდარი მსჯელობაა, როდესაც პირდაპირ, ავტომატურად დაადანაშაულეს და მთავარ ეჭვმიტანილად გამოიყვანეს სახელმწიფო. ამიტომ არის აუცილებელი, რომ გამოძიების რეზულტატს დაველოდოთ და მერე გავაკეთოთ შეფასებები.

ხოლო რაც შეეხება ლილუაშვილის განცხადებას, აბსოლუტურად რელევანტურია, სწორია და გამიკვირდებოდა, რომ სხვაგვარი დამოკიდებულება ყოფილიყო, აბსოლუტურად სხვაგვარი დამოკიდებულებაა, როდესაც ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთი მნიშვნელოვანი საჯარო დაწესებულების გამართულ ფუნქციონირებას, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ამის უზრუნველყოფა რეალურად შეუძლია იმ კაცს, რომელიც ამჟამად ხელმძღვანელობს ამ დაწესებულებას“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს