გურამ მაჭარაშვილი - გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საკმაოდ ეფექტურად უძღვება

გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საკმაოდ ეფექტურად უძღვება - ეს ის სახელმწიფო უწყებაა, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, რაც ასე მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, - აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების" დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა გააკეთა. მისივე თქმით, სუს-ს მხარდაჭერა სჭირდება და არავის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს, მას ზიანი მიადგეს.

მაჭარაშვილი ასევე აცხადებს, რომ იმის მიუხედავად, რომ ჯერ უცნობია, არის თუ არა გამოქვეყნებული ჩანაწერები ავთენტური, იკვეთება, რომ ფაილების გამავრცელებლის მიზანი სახელმწიფოსა და ეკლესიისა ურთიერთობების დისკრედიტაცია იყო.

„ყოველდღიურად ცხადდება, რომ ე.წ. ფაილების გამოქვეყნების მიზანი სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული აქტი იყო. მიმდინარეობს საქმის გამოძიება და თუ ვინმეს ინტერესებში შეიძლება იყოს აღნიშნულ ჩანაწერებთან დაკავშირებული საქმის გამოძიება, ეს არის სწორედ ხელისუფლება და „ქართული ოცნება“. არაერთხელ დადასტურებულა, რომ ჩვენ ვიცავთ იმ სტანდარტს, რასაც სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა ჰქვია", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა