ირაკლი ღარიბაშვილი „ნამახვანჰესზე“ - ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა და მასში  ბევრი რამ მიუღებელი იყო - პროექტი „ენკასგან“ შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს

ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა, ისევე, როგორც ბევრი სხვა რამ. ბუნებრივია, ამ კონტრაქტში ბევრი რამ მიუღებელი იყო და ამასთან დაკავშირებით ინვესტორთან მქონდა საუბარი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც „ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერება შეაფასა.

მისივე თქმით, მთავრობის სუვერენული უფლებაა, რომ ინვესტორს ესაუბროს იმ პირობების გაუმჯობესებაზე, რომელიც მოსახლეობას აწუხებდა.

„ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს ინვესტორ კომპანიასთან. მიუხედავად იმ პროტესტისა, რაც ადგილზე იყო, მათ აბსოლუტურად ყველა პირობა შევუქმენით, რათა ნორმალურად გაეგრძელებინათ სამუშაოები. ჩვენ გვექნება კომუნიკაცია და დანარჩენს უახლოეს 1 თვეში გავარკვევთ.

პრეზიდენტ ერდოღანთან ამასთან დაკავშირებით კომუნიკაცია არ გვქონია და ეს არის წმინდად ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობა. ყველა ინვესტორს ვუფრთხილდებით, მეორე მხრივ, ყველა ინვესტორს შევუქმნით მაქსიმალურ კომფორტს, ჩვენი სახელმწიფოსა და მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით. მინდა ვთქვა, რომ მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენი სტრატეგია იქნება მეტი ენერგოდამოუკიდებლობის მოპოვება, მეტი ინვესტიცია ენერგეტიკის სექტორში და პრობლემებსა და დაბრკოლებებს არ ველოდებით“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მან ასევე საქართველოს მიერ „ნამახვანჰესის“ მშენებელი კომპანიისთვის, ENKA Renewables-სთვის შესაძლო კომპენსაციის გადახდის თაობაზე ისაუბრა.

„არავინ იცის რამდენის გადახდა მოგვიწევს. თუ კომპანია დაგვტოვებს, საქმეში ჩაერთვება დამოუკიდებელი აუდიტორული კომპანია, რომლის დანახარჯის მოცულობას შეაფასებს და ამის მიხედვით მოლაპარაკება შედგება. შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს, უამრავი ვერსია და ვარიანტი არსებობს, ამიტომ პრობლემას ვერ ვხედავ“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 22 სექტემბერს „ENKA Renewables“-მა საქართველოს მთავრობასთან ხელშეკრულება გაწყვიტა.

იხილეთ ვიდეო:ეს კონტრაქტი მემკვიდრეობით დამხვდა და მასში ბევრი რამ მიუღებელი იყო - პროექტი „ენკასგან“ შეიძლება სხვა კომპანიამ გამოისყიდოს - პრემიერი „ნამახვანჰესზე“

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
იმედი L-ის მომხმარებლები ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევას 3 თვე საჩუქრად მიიღებენ
„გალფი“ რეგიონებში ვებ პროგრამირების და ხელოვნური ინტელექტის კურსებს დააფინანსებს
BTU სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს ქმნის
ბორჯომში განახლებული „სმარტი“ გაიხსნა