ირაკლი ღარიბაშვილი IPSOS-ის კვლევაზე - ეს არის გაყალბებული, როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობამ“ და ჩვენმა პარტიამ თითქმის იგივე შედეგი აჩვენოს

ეს არის გაყალბებული კვლევები, როგორ შეიძლება, რომ „ნაცმოძრაობამ“ და ჩვენმა პარტიამ, რომელსაც თითქმის ორჯერ მეტი შედეგი აქვს, თითქმის იგივე შედეგი აჩვენოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა IPSOS-ის კვლევასთან დაკავშირებით გამოეხმაურა.

ღარიბაშვილის თქმით, საბოლოო კვლევის შედეგი 2 ოქტომბერს იქნება.

„მინდა მოსახლეობას შევახსენო რამდენიმე მაგალითი, 2021 წლის პირველ ოქტომბრამდე თქვენ დაჟინებით, სისტემატურად მოსახლეობას ატყუებდით, რომ „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს და „ნაცმოძრაობაზე“ მოდის აბსოლუტური უმრავლესობა. მოსახლეობამ ნახა არჩევნების შედეგი, როცა წააგო სააკაშვილის ხელისუფლებამ და მოიგო „ქართულმა ოცნებამ“. ძალიან რთულია ჩვენი ხალხის მოტყუება და მიუხედავად პროპაგანდისა ჩვენ ანალიზს ვუკეთებთ და ძალიან კარგად ვარჩევთ თეთრს და შავს. თქვენ უბრალოდ იყენებთ საერთაშორისო კომპანიების სახელს, ამ სამუშაო კვლევას ატარებს ადგილობრივი ქართული კომპანია და ვინ დგას ამ კომპანიის უკან, ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამყალბებელი ბატონი თარხნიშვილი და მისი კომპანია, რომელიც არჩევნებს აყალბებდა არათუ კვლევებს. იგივე პიროვნება თარხნიშვილი და „ნაცმოძრაობა“ აკეთებს ამ კვლევებს უბრალოდ IPSOS - ი ხან რომელიღაც, სხვადასხვა ბრენდული კომპანიების სახელებს. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის გაყალბებული კვლევები. როგორ შეიძლება, რომ თითქმის იგივე შედეგი აჩვენოს „ნაცმოძრაობამ“ და ჩვენმა პარტიამ, რომელსაც თითქმის ორჯერ მეტი შედეგი აქვს. ხელისუფლების ამოცანაა, რომ არჩევნებზე მშვიდობიანად მივიდეთ და საბოლოო კვლევის შედეგები იქნება 2 ოქტომბერს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა ასევე ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსმენები ყველა ქვეყანაში ხდება და მათ შორის საქართველოშიც, ოღონდ კანონის ფარგლებში.

იხილეთ ვიდეო:ეს არის გაყალბებული, როგორ შეიძლება, „ნაცმოძრაობამ“ და ჩვენმა პარტიამ თითქმის იგივე შედეგი აჩვენოს - პრემიერი IPSOS-ის კვლევაზე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს