გიგი უგულავა - ლილუაშვილის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი ძალიან პატარა კენჭია, როდესაც ჩვენს წინ დიდი ლოდი დევს

მე ვფიქრობ, ლილუაშვილის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი ძალიან პატარა კენჭია, როდესაც ჩვენს წინ დიდი ლოდი დევს, - ამის შესახებ ფოთში ოპოზიციის შეთანხმებულმა მერობის კანდიდატმა გიგი უგულავამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, უნდა დაეტოვებინა თუ არა გრიგოლ ლილუაშვილს თანამდებობა ფარული ჩანაწერების გავრცელების შემდეგ. მისი თქმით, ტოტალური მოსმენების, პოლიციის თვალთვალის, კონტროლის და შანტაჟის სისტემა შექმნა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ყოველივე ამას საზოგადოებამ 2 ოქტომბერს უნდა გასცეს პასუხი.

„მე ვფიქრობ, ლილუაშვილის პასუხისმგებლობაზე ლაპარაკი ძალიან პატარა კენჭია, როდესაც ჩვენს წინ დიდი ლოდი დევს. ასეთ შემთხვევაში უშიშროების უფროსი კი არ მიდის თანამდებობიდან, ასეთ შემთხვევაში მთავრობა მიდის ნორმალურ ქვეყანაში და რიგგარეშე არჩევნები ინიშნება. ამიტომ ახლა ლილუაშვილზე საუბარი არის ჭანჭიკზე საუბარი. რაღაც თვალსაზრისით ივანიშვილს შეიძლება აწყობდეს, რადგან მოძებნის მეორე ლილუაშვილს. ტოტალური მოსმენების და პოლიციის თვალთვალის კონტროლის და შანტაჟის სისტემა შექმნა ივანიშვილმა. შესაბამისად, ეს არის ამ ადამიანის ცხოვრების წესი. ის არის ბედნიერი, როდესაც კითხულობს ამ კრებსებს. ის ტკბება ამ სისაძაგლით, რასაც ამოიკითხავს. ამიტომ ეს სადისტური რეჟიმი, რომელიც უკვე ადამიანებს საძინებლებში უვარდება და აღარ დარჩა რაიონი და აღარ დარჩა თემა ვისაც არ აშანტაჟებენ. 2 ოქტომბერს უნდა გავცეთ მთელმა საზოგადოებამ პასუხი, დავასრულოთ საბჭოთა კავშირი ამ ქვეყანაში და გადავიდეთ კოალიციურ მმართველობაზე, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს ასეთი ტიპის უკანონობას და მარაზმს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს