დავით ზალკალიანი - 2 ოქტომბრის არჩევნებზე საერთაშორისო მონიტორინგის ფორმატი სრულად უზრუნველყოფილი იქნება  -  დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი შეფასებები გვექნება

ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, მათ შორის ეუთო/ოდირის მისიას მოსაწვევი გავუგზავნეთ და ისინი უკვე საქართველოში არიან, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საერთაშორისო დამკვირვებელთა მონიტორინგი 2 კომპონენტისგან შედგება.

„ერთი იქნება გრძელვადიანი მისია, რომელიც უკვე აკვირდება წინასაარჩევნო პროცესს. ასევე არიან მოკლევადიანი დამკვირვებლები, რომლებიც მალე საქართველოში ჩამოვლენ და ეუთო სრულმასშტაბიანად იქნება წარმოდგენილი. ძალიან ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი გვეყოლება. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივ არჩევნებს განსაკუთრებული განზომილება აქვს. ადგილობრივი არჩევნების დროს ნაკლებად ჩამოდიან ხოლმე ისეთი დიდი ორგანიზაციები, როგორიც არის საპარლამენტო ასამბლეა, მაგრამ წლევანდელი არჩევნების განსაკუთრებულობიდან გამომდინარე, ჩვენ გვეყოლება ევროპარლამენტის დელეგაცია და იქნებიან სხვა საერთაშორისო დამკვირვებლები.

საერთაშორისო მონიტორინგის ფორმატი იქნება სრულად უზრუნველყოფილი. პირველი წინასწარი ანგარიში ეუთო/ოდირის მისიამ უკვე დადო, რაც მისასალმებელია და დარწმუნებული ვარ, რომ მაღალი შეფასებები გვექნება, რადგან ეს აუცილებელია არჩევნების ლეგიტიმაციისთვის და ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა