„ვითიბი“ იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთო

„ვითიბი“ ჩაერთო იპოთეკური სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში, რომლის მიზანია ფიზიკური პირების ხელშეწყობა, რომელთაც სურთ ბინის/სახლის შეძენა ან აშენება. ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, პროგრამის ფარგლებში, დეველოპერული კომპანიებისგან ან კერძო პირისგან უძრავი ქონების შეძენის/სახლის აშენების შემთხვევაში, სახელმწიფო მოახდენს სესხის მაქსიმუმ 8 % -ის დაფინანსებას 5 წლამდე ვადით. სუბსიდირებული იპოთეკური სესხის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 200,000 ლარს.

პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ მრავალშვილიან ოჯახებს, ახალდაბადებული ბავშვის მშობლებს, მარტოხელა მშობელს, ქვრივს, თუ სესხის აღების მომენტში:

  • ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ დაბადებული 1 წლამდე ასაკის შვილი;
  • ჰყავს 3 ან მეტი არასრულწლოვანი შვილი;
  • ჰყავს 2021 წლის 1 სექტემბრის შემდეგ შვილად აყვანილი არასრულწლოვანი პირი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია