ნათია თურნავას შეფასებით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და კოვიდპანდემიისა, საქართველოს ტურისტული ინდუსტრია ამ შოკის მიმართ საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით, მიუხედავად ყველა გამოწვევისა და კოვიდპანდემიისა, საქართველოს ტურისტული ინდუსტრია ამ შოკის მიმართ საკმაოდ მდგრადი აღმოჩნდა.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე თურნავამ ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებს ტურიზმის მსოფლიო დღე მიულოცა და როგორც აღნიშნა, ყველაფერი იქეთკენ მიდის, რომ ტურიზმი მომავალი წლისათვის სრულყოფილად აღდგეს.

„აღდგენა საკმაოდ მაღალი ტემპით მიდის. რა თქმა უნდა, ამაში თითოეული იმ ადამიანის, თითოეული მეწარმის, თითოეული მცირე სასტუმროსა და რესტორნის მფლობელის, ტურისტული კომპანიების მფლობელის, თითოეული გიდის დიდი დამსახურებაა, ვინც ამ ძალიან მნიშვნელოვან დარგში წლების განმავლობაში შრომობს. პანდემიისგან მიყენებული დიდი დარტყმის მიუხედავად, ტურიზმის აღდგენას საკმაოდ კარგად ვახორციელებთ. წელს მილიონზე მეტ საერთაშორისო ვიზიტორს ვუმასპინძლეთ. თუკი საერთაშორისო ფრენების აღდგენის ინდიკატორებს შევხედავთ, საერთაშორისო ფრენები 2019 წელთან, 2019 წლის აგვისტოსთან შედარებით, დაახლოებით 70%-ით აღდგენილია, რაც საკმაოდ კარგი ტემპია. ჩვენს ცას ტრადიციულ ავიაკომპანიებთან ერთად, ახალი ავიაკომპანიებიც შეემატა“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
გიორგი ჭიჭინაძე - საპენსიო რეფორმამ ძალიან მოკლე ვადაში დაადასტურა მდგრადობა
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა
კახა ოქრიაშვილი - ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა