იუსტიციის მინისტრი - საქართველოს წარმატება კანონის უზენაესობის კომპონენტში მრავალი წლის მანძილზე გაწეული შრომის შედეგია

საქართველოს წარმატება კანონის უზენაესობის კომპონენტში მრავალი წლის მანძილზე გაწეული შრომის შედეგია, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრი მსოფლიო ბანკის კვლევას „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორებს“ გამოეხმაურა. რატი ბრეგაძემ კანონის უზენაესობის კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველო უსწრებს ევროკავშირის და ნატოს წევრ არაერთ ქვეყანას, პოსტსაბჭოთა სივრცეში კი მე-4 ადგილს იკავებს ბალტიისპირეთის ქვეყნების შემდეგ.

იუსტიციის მინისტრის თქმით, საქართველოს ეს წარმატება მრავალი წლის მანძილზე გაწეული შრომის შედეგია, მათ შორის კონსტიტუციური ცვლილებების, რომელიც 2017 წელს გატარდა, საჯარო სამსახურის რეფორმის, სასამართლოს რეფორმის, და, „რაც მთავარია, ხელისუფლების განწყობისა თავად კანონის პატივისცემისადმი“.

იუსტიციის მინისტრის განცხადებით, ამ მიმართულებით საქმიანობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდება.

„უკვე საშემოდგომო სესიაზე პარლამენტს წარვუდგენთ არაერთ ინიციატივას, რომელიც გულისხმობს კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციას და საქართველოს კანონმდებლობიდან საბჭოთა მემკვიდრეობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ბუნებრივია, ყველა ეს რეფორმა მომდევნო წელს კიდევ უფრო შორს წაგვწევს რეიტინგში“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკმა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორების“ (World Governance Indicators) 2020 წლის კვლევის ახალი შედეგები გამოქვეყნა. „გლობალური მმართველობის ინდიკატორებით“ ყოველწლიურად 214 ქვეყანა, მათ შორის, მსოფლიო ბანკის 189 წევრი სახელმწიფო ისეთი პარამეტრების მიხედვით ფასდება. კვლევის თანახმად, საქართველოს მოწინავე პოზიციები აქვს „კორუფციის კონტროლის“, „ხელისუფლების ეფექტურობის“, „კანონის უზენაესობის“ და „რეგულაციების ხარისხის“ კომპონენტებში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო