გიორგი ტყემალაძე - აფხაზეთის ომში დაღუპული ჩვენი გმირების ხსოვნა  თითოეული ქართველის გულში საუკუნოდ დარჩება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ და საკრებულოს წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილი გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ 27 სექტემბერი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა, თუმცა ამავდროულად, ეს არის გმირობის და თავგანწირვის დღე.

"დღეს, საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი თარიღია, 28 წლის წლის წინ, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. დაიღუპა ათასობით მებრძოლი და მშვიდობიანი მოქალაქე, ქართველების უდიდეს ნაწილს დევნილობაში მოუწია ცხოვრება. აფხაზეთის ომში დაღუპული ჩვენი გმირების ხსოვნა თითოეული ქართველის გულში საუკუნოდ დარჩება. დღეს პატივი მივაგეთ გმირების ხსოვნას, გავიხსენეთ მათი სიმამაცე და თავგანწირვა. ქედს ვიხრით სოხუმში დაღუპული ბიჭების წინაშე“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

ხათუნა ბურკაძე - დიდი სტრატეგიის შემუშავებით შევძლებთ ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფას
ქართული პრესის მიმოხილვა 25.10.2021
ჰუმანური შრომითი პოლიტიკა - რას ნიშნავს შრომით ბაზარზე გამოჩენილი ახალი ტენდენცია
მეთიუ ბრაიზა - მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებამ კრიზისული სიტუაცია კიდევ უფრო გაამძაფრა, მაგრამ ყოფილი პრეზიდენტის დაკავება არ იყო ჭკვიანური პოლიტიკური ნაბიჯი
BDO: ყველაზე ცნობადი ბრენდი საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიების ბაზარზე
„მიჰაუსში“ ჰელოუინთან დაკავშირებით დიდი ფასდაკლება დაიწყო
ამბასადორი ბათუმი აილენდი მულტიფუნქციური ხელოვნური კუნძულის მშენებლობისთვის ტექნიკურ კვლევებს აწარმოებს
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პროექტად დასახელდა