კახეთში რიგით მეხუთე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti“ 16 ოქტომბერს გაიმართება

16 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში, „რადისონ ქოლექშენში“ (Tsinandali Estate) რიგით მეხუთე ფესტივალი - „Jazz and Wine Kakheti“ გაიმართება.

„თიბისის“ ინფორმაციით, ფესტივალში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობენ და ფესტივალის ფარგლებში რუდი ვალენტინოსა და ბალერას (იტალია) კონცერტი გაიმართება.

მათივე ცნობით, სპეციალურად „Jazz and Wine Kakheti“-სთვის ქართველმა, ამერიკელმა, პოლონელმა და იტალიელმა მუსიკოსებმა შექმნეს პროექტი სახელწოდებით UNITED PIANIST feat.: დენი გრისეტი / Danny Grissett (აშშ), მიხალ ტოკაი / Michal Tokaj (პოლონეთი), რობერტ ტარენზი/ Robert Tarenzi (იტალია), პაპუნა შარიქაძე /Papuna Sharikadze (საქართველო), რომელიც მხოლოდ ფესტივალის სტუმრებისთვის შესრულდება; სტუმრების განწყობაზე ასევე იზრუნებენ დიჯეი მაესტრო და სუზან ალტ / DJ Maestro & Susanne Alt (ნიდერლანდები).

„Jazz and Wine Kakheti“-ის სტუმრებისთვის ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები, ტრადიციულად, მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციებს და ჯაზური მუსიკის ფონზე მათ საშუალებას მისცემენ დააგემოვნონ სხვადასხვა სახის ღვინო; იტალიელი მზარეულები მაურიციო სიცილიანო და ემანუელა კარლი კი გამართავენ კულინარიულ შოუს და სტუმრებს სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებენ.

„Jazz and Wine Kakheti“ კოვიდ-რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება - სტუმრებისთვის კოვიდ-რეგულაციების ნორმების დაცვას ფესტივალის პარტნიორი კლინიკა "რეიმანის" გენეტიკურ-მოლეკულური ლაბორატორია „რეიგენი” უზრუნველყოფს. გარდა, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლით გათვალისწინებული რეგულაციების ზედმიწევნით დაცვისა, საფესტივალო სივრცეში, დამატებითი უსაფრთხოებისთვის, დამონტაჟებული იქნება დანადგარი, „ეარსენსი“, რომელიც გამოიყენება ჰაერში კოვიდ-19-ის არსებობის დასადგენად ვირუსის ადრეულ ეტაპზევე. "ეარსენსი" არის უახლესი ტექნოლოგია, რომელსაც უკვე იყენებენ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებსა და თავშეყრის ადგილებში.

რეგულაციების სრულად დაცვის მიუხედავად, იმ შემთხვევაში, თუ ვირუსი მაინც დაფიქსირდება საფესტივალო სივრცეში, ყველა დამსწრე პირი დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული ამის შესახებ.

კოვიდ-ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, „Jazz and Wine Kakheti“-ის ფესტივალზე დასასწრებად, სტუმრებმა ადგილზე უნდა წარმოადგინონ, 72-24 საათის შუალედში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი, ან კოვიდპასპორტი. სპეციალურად „Jazz and Wine Kakheti“-ის ფესტივალის სტუმრებისთვის PCR ტესტის ჩატარება შესაძლებელია კლინიკა „რეიმანის” გენეტიკურ ლაბორატორიაში ექსკლუზიურ ფასად (მის.: სანდრო ეულის 7). აღსანიშნავია, რომ „რეიმანის” გენეტიკურ ლაბორატორიაში ტესტის ჩატარება შესაძლებელია როგორც ინოვაციური "სპესიმაქს სალივა" (SpeciMAX Saliva) მეთოდით (მხოლოდ ნერწყვის ნიმუშის გამოყენებით), ასევე სტანდარტული PCR ტესტით“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფესტივალის ნაკრების შეძენა სტუმრებს ბმულზე www.tkt.ge შეუძლიათ.

„თიბისი კონცეპტ ბარათის“ მფლობელებისთვის 20%-იანი ქეშბექი მოქმედებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო