ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ტრენინგების კურსს წელს კერძო სექტორის 1600-მდე წარმომადგენელი გაივლის

პანდემიის პერიოდში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისთვის გადამზადების პროგრამებს აქტიურად აგრძელებს. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განთავსების, კვების ობიექტების და აგროტურიზმის სფეროს წარმომადგენლებისათვის სხვადასხვა სახის ტრენინგი გაიმართა.

„გადამზადების კურსები მთელი საქართველოს მასშტაბით შრომის ინსპექციის სამსახურთან ერთად ჩატარდა და კოვიდთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რეგულაციებსა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას მოიცავდა. ტრენინგებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უსასყიდლოდ მართავს. მიმდინარე წელს ტურიზმის სექტორის 1600-მდე წარმომადგენელი გადამზადდება“, - აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს