ცესკო - ბოლო პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ ზეწოლის ფაქტები გახშირდა

საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიმართ ბოლო პერიოდში ზეწოლის ფაქტები გახშირდა, - ამის შესახებ ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განცხადებით, დაფიქსირდა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიებში შეჭრა, ისე კომისიის წევრების მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები და მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები, სიძულვილის ენა, მათ საქმიანობაში ჩარევა და ხელის შეშლა. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა დამკვირვებლების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების მცდელობას პროვოკაციის მოწყობის მიზნით.

მისი თქმით, აღნიშნული ქმედებები ხელს უშლის საარჩევნო კომისიების საქმიანობას და მიზანმიმართულად აზიანებს საარჩევნო პროცესს.

„ეს არის არამხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის, არამედ ზოგადად საარჩევნო გარემოსთვის ზიანის მიყენების მცდელობა და ცალსახად მიზანმიმართულია საარჩევნო ადმინისტრაციისადმი ხალხის ნდობის დაკარგვისა და რეპუტაციის დაზიანებისკენ.

საარჩევნო ადმინისტრაცია ხელმძღვანელობს პროფესიული სტანდარტებით, საკუთარ საქმიანობას წარმართავს ღიად და გამჭვირვალედ, თუმცა დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად პასუხისმგებელი ასევე არიან საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეებიც. სწორედ ამიტომ მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ნუ გასცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. არ შეუშალონ ხელი საარჩევნო კომისიების მუშაობას, ვინაიდან, სწორედ ამ კომისიებმა უნდა გაუწიონ 2 ოქტომბრის არჩევნებს ორგანიზება. არჩევნებამდე სულ რაღაც 5 დღე რჩება და ამ პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაცია ყველა დონეზე სრული დატვირთვით მუშაობს იმისათვის, რომ ამომრჩევლებმა საკუთარი არჩევანი თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში გააკეთონ", - განაცხადა იოსელიანმა.

საარჩევნო ადმინისტრაცია ასევე მოუწოდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, მედიას აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესს და დააფიქსირონ თითოეული ფაქტი, ხელი შეუწყონ პროცესის გამჭვირვალობას და არჩევნების სანდოობას.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა