თინა ბოკუჩავა - ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული მორიგი არჩევნების შედეგებს არ შეეგუებიან და ძალიან მწვავე რეაგირება ექნებათ

ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული მორიგი არჩევნების შედეგებს, ბუნებრივია, არ შეეგუებიან და ძალიან მწვავე რეაგირება ექნებათ - მოვუწოდებდი მას, რეალობას თვალი გაუსწოროს, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გაცხადებას, რომ ხელისუფლება საზოგადოებას დემოკრატიულ არჩევნებს ჰპირდება. ბოკუჩავა ღარიბაშვილის განცხადებებს „აბსურდულს“ უწოდებს და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიული არჩევნების ჩატარების მცდელობა მაინც უნდა ჰქონდეს, რომ ქვეყანამ კიდევ უფრო დიდი ზიანი არ მიიღოს.

„ღარიბაშვილი ყოველ დღე აბსურდულ განცხადებებს აკეთებს, ისევე როგორც კობახიძე. ჩემი აზრით, ეს ყველაზე ნათლად მეტყველებს მათ აგონიურ ფაზაზე. ივანიშვილი მათ შორის საკუთარი კვლევებით, ისევე როგორც სხვა კვლევით და ზოგადად საზოგადოების განწყობებზე დაკვირვებით, ძალიან კარგად ხვდება, რომ ის კარგავს ძალაუფლებას და რომ ზუსტად ერთ კვირაში მოუწევს ამ მარცხთან შეგუება, რომელიც გახდება ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნის საფუძველი. ვერაფერს ვიტყვი ღარიბაშვილის ბოდვითი განცხადებების შესახებ. თუ მას სურს, „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული არჩევნების დემოკრატიულ სტანდარტს გადახედოს, მათ შორის ნახოს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენა, სადაც საქართველოს დიდი ხნის მეგობარმა ჯიმ შაჰინმა გარკვევით თქვა, რომ წინა არჩევნები ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარდა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ლეგიტიმაციის ზღვარზე ჩატარებული მორიგი არჩვენების შედეგებს, ბუნებრივია, არ შეეგუებიან და ძალიან მწვავე რეაგირება ექნებათ. მოვუწოდებდი მას, რეალობას თვალი გაუსწოროს და მართლაც, არა წინა არჩევნების ნოუ-ჰაუს გამოყენებით, არამედ „ქართულ ოცნებას“ რეალურად დემოკრატიული არჩვენების მცდელობა მაინც ჰქონდეს იმისთვის, რომ ქვეყანამ, მათმა ხელისუფლებამ და პირადად თანამდებობის პირებმა, როგორიცაა ღარიბაშვილი და სხვები, კიდევ უფრო დიდი ზიანი არ მიიღოს“,- განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ხელისუფლება საზოგადოებას დემოკრატიულ არჩევნებს ჰპირდება. მისივე თქმით, არჩევნებამდე დარჩენილი რამდენიმე დღე მაქსიმალურად მშვიდად უნდა გავიაროთ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს