დეცენტრალიზაციისა და ძლიერი თვითმმართველობის დამკვიდრებისთვის ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მემორანდუმს მოაწერეს ხელი

თვითმმართველობის რეფორმასთან დაკავშირებით, მოძრაობა „სირცხვილამ“ დისკუსია გამართა, სადაც მონაწილეობა სხვადახვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა მიიღეს.

დისკუსიაზე იმსჯელეს, თუ როგორია მათი ხედვა რეგიონების განვითარების მიმართულებით.

დეცენტრალიზაციისა და ძლიერი თვითმმართველობის დამკვიდრებისთვის ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დისკუსიის დასასრულს მემორანდუმს ხელი მოაწერეს.

„ეს მემორანდუმი ითვალისწინებს იმას, თუ რა გაკეთდება ადგილობრივი თვითმართველობის შემდეგ ჩვენი მხრიდან პოლიტიკური დეცენტრალიზაციის თვალსაზრისით.

ვხედავთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელსაც ადგილობრივი თვითმართველობა უნდა იღებდეს, მიიღება სუს-ის სპეცსამსახურების მიერ. ეს უნდა შეიცვალოს და დეცენტრალიზაციის რეფორმით უნდა დავუბრუნოთ თვითმმართველობებს საკუთარი ფუნქცია“ , - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო