ანა დოლიძე - IPSOS-ის კვლევით პარტია „ხალხისთვის“ მეოთხე ადგილზეა, რაც  ნიშნავს იმას, რომ  საზოგადოების დაკვეთაა ახალი ძალები პოლიტიკაში

IPSOS-ის კვლევის მიხედვით, პარტია „ხალხისთვის“ ქვეყანაში რეიტინგით მეოთხე პარტიაა, რაც არის იმის მაჩვენებელი, რომ ჩვენი პარტია, რომელიც სულ რამდენიმე თვისაა, შედგა. ამასთან ეს არის აღიარება იმის, რომ საზოგადოება ელოდებოდა და ელის ახალ ძალებს პოლიტიკაში, - ასე შეაფასა პარტიის „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ლიდერმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ანა დოლიძემ IPSOS-ის კვლევის შედეგები.

როგორც დოლიძე განმარტავს, საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგები მიანიშნებს, რომ „ქართული ოცნება“ ნელ-ნელა უნდა მოემზადოს ხელისუფლების გადაბარებისთვის,

„საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის შედეგები მიანიშნებს იმის, რომ „ქართული ოცნება“ ნელ-ნელა უნდა მოემზადოს ხელისუფლების გადაბარებისთვის, მეტაფორულად რომ ვთქვათ, უნდა დაიწყოს ჩემოდნების ჩაბარგება“, - აცხადებს ანა დოლიძე.

პარტიის „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ლიდერის თქმით, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალი იქნება.

„როგორც ჩანს, დღევანდელი ხელისუფლება საკუთარივე ნიშნულს ვერ მიაღწევს. ხალხის განწყობიდან გამომდინარე, ვადამდელი არჩევნები გარდაუვალია, რომ ახალი მუხტი მიეცეს ამ ქვეყნის განვითარებას და ჩვენ ნელნელა დავიწყოთ გათავისუფლება იმ ჭაობიდან, რომელშიც დღეს ვართ. რა თქმა უნდა, ვადამდელი არჩევნებისთვის, ყველა კანონსაწინააღმდეგო ფორმის წინააღმდეგი ვარ, თუმცა, ყველა კონსტიტუციურ ფორმას მისაღებად მივიჩნევ, მათ შორის, ქვეყნის შიგნით მოსახლეობის და ქვეყნის გარეთ კი საერთაშორისო პარტნიორების მობილიზებას“, - აღნიშნა ანა დოლიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა