მიხეილ სარჯველაძე - ნამდვილად შეგვეშალა, როცა ძალიან ბევრი რამ გიორგი გახარიაზე გვქონდა მინდობილი

მსგავსი ტიპის საყვედურის თქმა ჩვენს მიმართაც შეიძლება - ნამდვილად შეგვეშალა, როცა ძალიან ბევრი რამ გიორგი გახარიაზე გვქონდა მინდობილი , - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე "საქართველოსთვის" თავმჯდომარის, გიორგი გახარიას განცხადებას, რომლის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა.

როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, ასეთი მსჯელობა აბსოლუტურად მიუღებელია.

"სასიამოვნო მოსასმენი ნამდვილად არ არის, როცა ასეთი სახეცვლილება მერკანტილური მოტივებიდან გამომდინარე აქვს", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

რაც შეეხება ირაკლი კობახიძის ბრალდებებთან დაკავშირებით გახარიას მიერ პროკურატურისათვის მიმართვას, სარჯველაძის თქმით, აღნიშნული თემისგან ამხელა ამბის შექმნა არ ღირს და ეს თავად გახარიასთვის არ არის პროდუქტიული.

"თვალი გადაავლეთ ნარკოტესტზე საუბარი როგორ დაიწყო და შემდეგ როგორ განვითარდა ყველაფერი. ამ თემაზე ბევრი საუბარი სასარგებლო არც ოპონენტებისთვის იქნება, რადგან ამ შემთხვევაში მთავარი შემოქმედები და საზოგადოებაში ეჭვის გამჩენი თავად იყვნენ და ამ ნარატივს აგრძელებენ. არ მგონია, ამ საუბრის გაგრძელება მათთვის პროდუქტიული იყოს და სამართლებრივი თვალსაზრისით პერსპექტიული იყოს, რადგან ეს განცხადება ბევრ უხეშ შეცდომას მოიცავს", - აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

ცნობისთვის, "საქართველოსთვის" თავმჯდომარე გიორგი გახარიამ "ფორმულას" ეთერში განაცხადა, რომ "ბიძინა ივანიშვილმა ნდობა არ გაამართლა", არა მარტო მისი, არამედ მოქალაქეების.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო