გიორგი ნონიაშვილი - მწამს, რომ ამ ქვეყანას შეცვლიან ჯიუტი და იდეალისტი ადამიანები, როგორიც ელენე ხოშტარიაა

წინ უნდა გადავდგათ ნაბიჯი, ნაბიჯის წინ გადადგმა არის თანამშრომლობა, კოალიციური და არა ერთპიროვნული­ ხელისუფლება. წინ ნაბიჯის გადადგმა არის კორუფციის დამარცხება და ჩვენი გადახდილი გადასახადების ხალხის საკეთილდღეოდ მოხმარება, - ამის შესახებ ჩუღურეთის „ევროპული საქართველოს“ საერთო ოპოზიციურმა მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ნონიაშვილმა გლდანში ელენე ხოშტარიას წარდგენისას განაცხადა.

როგორც ნონიაშვილი განმარტავს, ამ ბრძოლაში წყდება თავისუფლების და ადამიანების მომავლის ბედი.

„ყველაფერი, რასაც ხელისუფლება ჩადის არის კორუფცია, ძალადობა, ადამიანების დაპირისპირება, ზიზღის გაღვივების მცდელობა. ეს არის ერთმანეთის მოსმენა, დასმენა, კომპრომეტირება, შანტაჟი, რუსეთისკენ გეზი, ყველაფერი ეს გვართმევს თავისუფლებას. ყველაფერი ეს გვართმევს მომავალს და ჩვენს შვილებს ართმევს მომავალს. მე ხშირად ხნიერი ადამიანებისგან მსმენია ასეთი ფრაზა, რომ ჩვენ შეიძლება არ მოგვესწროს დალაგებული ქვეყანა, მაგრამ თქვენ ახალგაზრდა ადამიანებს აუცილებლად მოგესწრებათ, ეს უიმედობა და დაიმედებაც, მაგრამ მგონია, რომ ცვლილებები გვჭირდება აქ და ახლა და არა მომავალში. რაღაც ახლა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მომავალში ჩვენმა შვილებმა მიიღონ შედეგი. 30 წელი არ შეიძლება ერთსა და იმავეს ვტკეპნიდეთ მუდმივ რეჟიმში. წინ უნდა გადავდგათ ნაბიჯი და წინ გადადგმა ნაბიჯის არის თანამშრომლობა, კოალიციური და არა ერთპიროვნული ხელისუფლება. წინ ნაბიჯის გადადგმა არის კორუფციის დამარცხება და ჩვენი გადახდილი გადასახადების ხალხის საკეთილდღეოდ მოხმარება, წინ გადადგმული ნაბიჯი არის წესიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების აწყობა და არა იმ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების აწყობა, რომელიც თავად არის საფრთხე ქვეყნისთვის. ელენე ხოშტარია არის არამარტო “დროას”, არამედ “ევროპული საქართველოს”, “ნაციონალური მოძრაობის”, “გირჩი - მეტი თავისუფლების” საერთო კანდიდატი ამ თანამშრომლობით ვაჩვენებთ ჩვენ სინამდვილეში, რომ ქვეყნის მართვა სხვანაირადაც არის შესაძლებელი და პოლიტიკაში შესაძლებელია იყვნენ ადამიანები, რომლებიც ახლა ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს არ გვანან. პოლიტიკა არ არის ყალთაბანდების და ყველაფრის მკადრებლების ადგილი, ეს უნდა დასრულდეს. პოლიტიკაში სიტყვებს ყოველთვის უნდა ჰქონდეს ფასი, შემიძლია ძალიან მოკლედ და მარტივად ვთქვა ერთი ამბავი. ის არის იდეალისტი ადამიანი და ამავდროულად ჯიუტი, ყოველთვის მწამს, რომ ამ ქვეყანას შეცვლიან ჯიუტი და იდეალისტი ადამიანები, როგორიც ელენე ხოშტარიაა!“, - განაცხადა ნონიაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო