ცესკო -76-ე და 52-ე საარჩევნო უბნებზე შეიჭრა „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, რომელიც არაუფლებამოსილი პირია და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საარჩევნო უბნის წევრებს

საუბნო საარჩევნო კომისიებზე დღეს მორიგი ზეწოლა განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

ცესკოს ინფორმაციით, დღეს საბურთალოს საარჩევნო ოლქის 76-ე და 52-ე საარჩევნო უბნებზე კანონდარღვევით შეიჭრა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატი, რომელიც არაუფლებამოსილი პირია და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საარჩევნო უბნის წევრებს.

“არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღე დარჩა და საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობს სრული დატვირთვით, რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები სამართლიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს; ჩვენი მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდების მიუხედავად, კონკრეტული პოლიტიკური ძალების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები კვლავ ცდილობენ საარჩევნო პროცესის ხელის შეშლას და არჩევნების დისკრედიტაციას.

დღეს საბურთალოს საარჩევნო ოლქის 76-ე და 52-ე საარჩევნო უბნებზე (ორივე უბანი განთავსებულია ერთ სკოლაში), კანონდარღვევით შეიჭრა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის (ერთიანი ნაციონალური მოძრაობის) კანდიდატი, რომელიც არაუფლებამოსილი პირია და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა საარჩევნო უბნის წევრებს იმ მიზეზით, თითქოს საარჩევნო უბნებზე მარკირების სითხე დიდი რაოდენობით, ვადების დარღვევით იყო შეტანილი; ასევე პარტიის წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აპელირებდა იმაზე, რომ უბნის წევრები ვარჯიშობდნენ ვაზელინის გამოყენებით მარკირების სითხის მოშლაზე. მიუხედავად იმისა, რომ ადგილზე მივიდა საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე და აუხსნა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიებში ინვენტარი და მათ შორის მარკირების სითხეც, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, საჭირო რაოდენობით იყო მიტანილი და არანაირ კანონდარღვევას ადგილი არ ჰქონია, პარტიის წარმომადგენელმა გააგრძელა შეურაცხმყოფელი განცხადებები, რის გამოც ოლქის თავმჯდომარეს მოუხდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და საუბნო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების მიმართ გამოყენებული იყო სიძულვილის ენა და შეურაცხმყოფელი განცხადებები, ოლქის თავმჯდომარეს ასევე უწოდებდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეს და გაურკვეველი მიზეზების გამო საპატრულო პოლიციას სთხოვდნენ მარკირების სითხის ამოღებას. პარალელურად, სოციალურ ქსელში facebook -ი ვრცელდებოდა დისკრედიტაციული დეზინფორმაცია ზემოაღნიშნულ ორ უბანზე მიმდინარე მოვლენების თაობაზე.

ცალსახად ვაცხადებთ, რომ კანონმდებლობით არ არსებობს სპეციალური ვადები მარკირების სითხის უბნისთვის გადასაცემად. ყველა საუბნო საარჩევნო კომისიაში ეტაპობრივად ნაწილდება კენჭისყრის დღისთვის აუცილებელი ინვენტარი, მათ შორის მარკირების სითხე, საარჩევნო დოკუმენტაცია, სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებები და ა.შ. ამ თემით მანიპულირება კი ჩართული მხარეებისგან წარმოადგენს საარჩევნო პროცესის მიზანმიმართულ ხელისშეშლას და მათი საქმიანობის დისკრედიტაციის მცდელობას”, - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც ცესკო ავრცელებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს არჩევნებში ჩართულ საარჩევნო სუბიექტებს და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ნუ გასცდებიან საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებს. არ შეუშალონ ხელი საარჩევნო კომისიების მუშაობას, ვინაიდან სწორედ ეს საუბნო საარჩევნო კომისიები უნდა მოემსახურონ ამომრჩევლებს 2 ოქტომბერს - კენჭისყრის დღეს.

„ჩვენ კი ჩვენი მხრივ მსგავსი არაკანონიერი ქმედებების თაობაზე, საარჩევნო პროცესის ხელისშეშლის მცდელობებზე ინფორმაციას მივაწვდით როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს”, - აღნიშნავენ ცესკო-ში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა