ირაკლი ზარქუა - დღემდე მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო იყო შენარჩუნებული, თუმცა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში ეს არ შედის - ალბათ, ის გიჟი ურეკავს, უნდათ ქაოსი, არეულობა და რევოლუციური სცენარი

დღემდე მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო იყო შენარჩუნებული, თუმცა რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში ეს არ შედის - ალბათ, ის გიჟი ურეკავს, უნდათ ქაოსი, არეულობა და ამით რევოლუციური სცენარი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან განაცხადა, სადაც მან წინასაარჩევნო გარემო შეაფასა.

მისივე თქმით, დესტაბილიზაცია და ქაოსი რუსეთის ინტერესების სფეროა, რაც "რადიკალურ ოპოზიციასთან " თანხვედრაშია.

"27 სექტემბერია, დღემდე მაქსიმალურად მშვიდობიანი წინასაარჩევნო გარემო იყო შენარჩუნებული, თუმცა, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგში ეს არ შედის. ვხედავთ, რომ საარჩევნო უბნებზე ცალკეული შევარდნები ხდება, დესტრუქცია, ოფისთან მივარდნა, რაც ხმაურს იწვევს, ეს მათი ინტერესია. მათ ზუსტად იციან, რომ არჩევნების გზით ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. არ ვიცი ვინ შთააგონა ეს, ვინ დააჯერა, ალბათ ის გიჟი ურეკავს, უნდათ ქაოსი, არეულობა და ამით რევოლუციური სცენარი. ეს ხომ გამორიცხულია?! ეს ხომ ნანახი აქვს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას. მე ვთხოვდი მოსახლეობას, ამომრჩეველს, ვინც რაც არ უნდა პროვოკაცია წამოიწყოს არ ავყვეთ, ეს დღეები სიმშვიდე შევინარჩუნოთ. დესტაბილიზაცია და ქაოსი რუსეთის ინტერესების სფეროა, მის ინტერესშია, რომ დაძაბულობა იყოს, აქ იარაღით დავსდევდეთ ერთმანეთს. ეს არის რადიკალური ოპოზიციის თანხვედრაში", - აღნიშნავს ზარქუა.

მან ასევე IPSOS-ის კველვაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის მმართველი გუნდის გამარჯვებაში დარწმუნებულია. IPSOS-ის კვლევის ჩატარების მეთოდოლოგიაზე კი ოპოზიციაშიც აქვთ კითხვები.

"გუშინ ვნახეთ, როგორ წვალობდნენ ბატონი ნიკა გვარამია, "ლეიბორისტის" ვარსკვლავბიჭუნა და თუ არ ვცდები, ახალგაღვიძებული იყო IPSOS-ის ქეთი. შემრცხვა და გადავრთე ისეთი კითხვა - პასუხის რეჟიმში იყო. აღმოჩნდა, რომ IPSOS-ს საერთო არ აქვს იმ მთავარ ოფისთან, ეს არის უკრაინის ფილიალი, სადაც ადგილობრივები, ხან ერთი რადიკალური ოპოზიცია, ხან მეორე თავის ინტერესებით სვამენ ამ ციფრებს. არ გამოდის და ხდება ის, რაც გუშინ ვნახეთ.

ჩვენი კვლევებით კახი კალაძე პირველივე ტურში იგებს", - აღნიშნავს ზარქუა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა