ალეკო ელისაშვილი - ოპოზიცია ერთიანი არ არის, ვიღაცა აქეთ უბერავს, ვიღაცა იქით - „ნაცმოძრაობა“  "ქართულ ოცნებას" მძიმე სიტუაციიდან გამოძრომაში ეხმარება, ღმერთმა ხელი მოუმართოს ორივეს

პარტია "მოქალაქეების“ ლიდერის, პარლამენტის დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ყველა რთული სიტუაციიდან გამოსვლაში "ქართულ ოცნებას" "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ეხმარება.

როგორც ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა, დღეს ოპოზიცია ერთიანი არ არის.

"ოპოზიცია ერთიანი არ არის. ვიღაცა აქეთ უბერავს, ვიღაცა იქით უბერავს. მაგალითად, "ნაციონალური მოძრაობა" "ქართულ ოცნებას" ყველა მძიმე სიტუაციიდან გამოძრომაში პირდაპირ ეხმარება. 5-6 ივლისის საგამოძიებო კომისიის შექმნა "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში ჩააგდო. ერთხელ გომელაური რომ მოვიდა ამ 5-6 ივლისსა და დარბევებზე სალაპარაკოდ, სიტყვის თქმის უფლება არ მისცა. წავიდა ისე, რომ გამარჯობის მერე არაფერი ეთქვა, ისეთი წივილ-კივილი მოაწყეს. ახლა გამოვარდა ის ფაილები, რა ტყუილია და რა მართალი ღმერთმა უწყის, რა უნდა ვქნათ? - დავიბაროთ სუს-ის უფროსი, ტყავი გავაძროთო. ვინ არ აწერს ხელს ამ დოკუმენტს? - "ნაციონალური მოძრაობა". ეხმარებიან და ღმერთმა ხელი მოუმართოს ორივეს.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისს შემთხვევაში, არც "ქართულ ოცნებას" და არც "ნაციონალურ მოძრაობას" მხარს არ დაუჭერს.

"რატომ უნდა დავუჭირო მხარი "ქართულ ოცნებას"? - არ მომწონს, ძალიან ზერელე და წყალ-წყალა დაპირებები და პროგრამები აქვს. წინაზე, რაც დაგვპირდა, არ გაუკეთებია. ჩვენ მერობაზე არავის ვუჭერთ მხარს და გვაქვს ამის უფლება. მომავალ მერთან თანამშრომლობასაც ვაპირებთ, კრიტიკასაც, დაპირისპირებასაც და ბრძოლასაც. თუ კარგს და სახეიროს დაიწყებს, იმაში მხარს დავუჭერთ, თუ უხეიროს დაიწყებს, ასეთ რაღაცებზე დავუპირისპირდებით", -განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა