ირაკლი კობახიძე - 27 სექტემბერი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა ჩვენი ქვეყნის  ისტორიაში, როდესაც დროებით დავკარგეთ ტერიტორიული მთლიანობა

დღეს 27 სექტემბერია, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღე ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში, როდესაც დროებით დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის საარჩევნო ვიდეორგოლის პრეზენტაციაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს დღე შეგვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა.

„ეს დღე შეგვახსენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი ერთიანობა ჩვენს ქვეყანაში და საზოგადოებაში. ჩვენი მუსიკალური ვიდეორგოლი სწორედ ამას გამოხატავს, ჩვენს სწრაფვას ერთიანობისკენ, მთლიანობისკენ, ჩვენი ქვეყნის და საზოგადოების ერთიანობისკენ და ისეთი ქვეყნისკენ, რომელსაც აერთიანებს სიყვარული. ეს არის ჩვენი მუსიკალური ვიდეორგოლის სულისკვეთება და ვფიქრობთ, ეს უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის სულისკვეთებაც", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო