საბა ბუაძე - ივანიშვილი და მისი პოლიტიკური ჭურჭელი ვერ მოაგროვებს 43%-ს

ხალხის რეალური ყოფის ცვლილების გზაზე, მთავარი დაბრკოლება არის არა კობახიძე, ან ღარიბაშვილი, არამედ

ივანიშვილი, - ამის შესახებ "ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" განაცხადა.

მისი თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 2 ოქტომბერს გაიმართება, პარტია "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი და "მისი ყველა პოლიტიკური ჭურჭელი" 43%-ს ვერ აიღებს.

"ხალხს უნდა, რომ რაღაც შეიცვალოს ამ ქვეყანაში, სახეები კი არ იცვლებოდეს, მათი რეალური ყოფა შეიცვალოს და მათი რეალური ყოფნის ცვლილების გზაზე, მთავარი დაბრკოლება არის, არა კობახიძე, ან ღარიბაშვილი, არამედ ივანიშვილი. არავინ არ არის ისეთი გულუბრყვილო ამ ქვეყანაში, რომ ეგონოს, კობახიძე არის მათი პრობლემების განმსაზღვრელი, ან გახარია, ივანიშვილი არის პრობლემა და ამიტომაა მოლოდინი, რომ ივანიშვილი და მისი ყველა პოლიტიკური ჭურჭელი, ერთად აღებული, ვერ მოაგროვებს 43%-ს. ივანიშვილის მხარდაჭერა ჯამში, არის 43%-ზე ნაკლები", - განაცხადა საბა ბუაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს