მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია საერთაშორისო ღონისძიებებიდან დისკვალიფიცირებულია

მკლავჭიდის მსოფლიო ფედერაციის (WAF) აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაცია ნებისმიერი მნიშვნელოვანი ღონისძიებიდან (ევროპული და მსოფლიო), ან სხვა საერთაშორისო ღონისძიებებიდან დისკვალიფიცირებულია.

ფედერაციის განმარტებით, დისკვალიფიკაციის მიზეზი 2021 წლის მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატის ჩაშლა გახდა, რომლისთვისაც ორგანიზება საქართველოს უნდა გაეწია. ფედერაციის შეფასებით, აღნიშნულმა მათი იმიჯი დააზიანა და ფინანსურადაც უზარმაზარი ზარალი მიაყენა.

საქართველოს მკლავჭიდის ეროვნულმა ფედერაციამ დისკვალიფიკაციის მოხსნის მიზნით ფინანსური სანქციები უნდა გადაიხადოს.

,,მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციის (WAF) აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო ეს ძალიან მძიმე გადაწყვეტილება კონტრაქტის სერიოზული დარღვევის გამო. საქართველოს ფედერაციამ ვერ მოახერხა 2021 წლის მსოფლიო მკლავჭიდის და პარამკლავჭიდის ჩემპიონატის ორგანიზება, რითაც შეცდომაში შეიყვანა WAF-ის მენეჯმენტი და წევრები. ამან გამოიწვია უზარმაზარი ფინანსური და იმიჯური თვალსაზრისით ზიანი. დისკვალიფიკაციის დროს ქართველი სპორტსმენები WAF-ის ჩემპიონატებზე ვერ დარეგისტრირდებიან“, - ნათქვამია ფედერაციის განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა