ირაკლი ღარიბაშვილი - ლევან თარხნიშვილის კვლევას არავითარი სანდოობა არ გააჩნია - მისი ორგანიზაციები Edison Research-ის და სხვების ბრენდულ სახელებს იყენებდნენ და ამით ცდილობდნენ საზოგადოების მანიპულირებას

ლევან თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევას არავითარი სანდოობა არ გააჩნია, მისი კვლევითი ორგანიზაციები ბოლო 7 არჩევნებზე Edison Research-ის და კიდევ ათასი ორგანიზაციის ბრენდულ სახელებს იყენებდნენ და ამით ცდილობდნენ საზოგადოების განწყობებით მანიპულირებას -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა Edison Research-ის კვლევის შეფასებისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 2 ოქტომბერს დამტკიცდება, რომ მორიგი ასეთი გაყალბებული კვლევაც ტყუილია და “ქართული ოცნება” დამაჯერებლად გაიმარჯვებს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში.

“მე დღეს უკვე გავაკეთე კომენტარი ამის თაობაზე და კიდევ ერთხელ, ჩვენს მოსახლეობას მინდა შევახსენო, თუ ვინ აკეთებს ამ კვლევას. ამ კვლევას აკეთებს სააკაშვილის ერთ-ერთი მთავარი არჩევნების გამყალბებელი. მე მოსახლეობას შევახსენებ, რომ ბატონი ლევან თარხნიშვილი იყო ცესკო-ს თავმჯდომარე და სწორედ ის, არაერთგზის იყო მხილებული ჩვენი მოსახლეობის, ბევრი ადამიანის მხრიდან გაყალბების უმძიმეს ფაქტებში. შესაბამისად, რა თქმა უნდა, პასუხი ცხადია, რომ თარხნიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევას არავითარი სანდოობა არ გააჩნია, მით უმეტეს, ბოლო 7 არჩევნებზე, ყოველთვის, Edison Research-ის და კიდევ ათასი ორგანიზაციის ბრენდულ სახელებს იყენებდნენ თარხნიშვილის კვლევითი ორგანიზაციები და ამით ცდილობდნენ საზოგადოების განწყობებით მანიპულირებას. რა თქმა უნდა, არჩევნებით ყოველთვის მტკიცდებოდა, რომ ეს იყო ტყუილი. შესაბამისად, დასკვნა იქნება შემდეგი, 2 ოქტომბერს დამტკიცდება, რომ მორიგი ასეთი გაყალბებული კვლევაც აღმოჩნდება ტყუილი და ამას ქართული საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა საბოლოო ვერდიქტს კიდევ ერთხელ გამოიტანს. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება, ნუ ნერვიულობთ, ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში. ეს სიცრუე და მანიპულაციები დასრულდება 2 ოქტომბერს”,-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს