გიორგი ვაშაძე - ეს არჩევნები ხელისუფლების ცვლილებაზეა და არა იმაზე, ჩამოვა თუ არა სააკაშვილი - მსგავსი ქმედებები ხელს არ უწყობს, რომ უმრავლესობამ მიიღოს გადაწყვეტილება ხელისუფლების ცვლილებაზე

ვფიქრობ, მსგავსი ქმედებები არ უწყობს ხელს, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს მოქალაქეების დიდმა რაოდენობამ მიიღოს გადაწყვეტილება ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით, - ასე ეხმაურება „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის განცხადებას.

მისივე თქმით, ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილებაზე და არა იმაზე ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში.

,,ეს არჩევნები არის ხელისუფლების ცვლილებაზე და არა იმაზე, ჩამოვა თუ არა მიხეილ სააკაშვილი საქართველოში. კონცენტრაცია უნდა გავაკეთოთ მთავარ მიზანზე - მივიდეთ ვადამდელ არჩევნებზე. ვფიქრობ, მსგავსი ქმედებები არ უწყობს ხელს, რომ საბოლოო ჯამში საქართველოს მოქალაქეების დიდმა რაოდენობამ მიიღოს გადაწყვეტილება ხელისუფლების ცვლილებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ის ასევე გამოეხმაურა ბოლო დროს ჩატარებულ კვლევებს და განაცხადა, რომ მთავარი კვლევა 2 ოქტომბერს იქნება.

,,ამ კვლევების სანდოობა არის ძალიან დაბალი, მთავარი კვლევა იქნება 2 ოქტომბერს, სადაც მოვლენ საქართველოს მოქალაქეები და დარწმუნებული ვარ, „მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელს“ ექნება გაცილებით მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ამ კვლევებში არის მოცემული. ხალხს არ უნდა დღევანდელი და არ უნდა წარსული, მას უნდა სიახლე, განვითარება და ქვეყნის წინ სვლა“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო