მიხეილ სარჯველაძე - მორიგი ავანტიურაა, რა ახსნა აქვს სააკაშვილს 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოსვლასთან დაკავშირებით?

იმ შემთხვევაში, თუ ვინმე გადაწყვეტს სამართლის აღსრულებას ხელი შეუშალოს, ეს უკანონო აქტივობაა და რასაკვირველია, ამაზე ჩვენს სახელმწიფოს და არა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაბამისი რეაგირება და პასუხი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავშირებით პრემიერის განცხადებას გამოეხმაურა.

მოსახლეობის განწყობებს რაც შეეხება, სარჯველაძის თქმით, ქვეყანაში არიან ადამიანები, ვისაც სააკაშვილის პოლიტიკაში ხილვა არ სურს. მისი თქმით, სააკაშვილის განცხადება ჩამოსვლასთან დაკავშირებით და ბილეთის გამოქვეყნება მორიგი ავანტიურაა.

"ეს განცხადება და ბილეთის ფოტოსურათის გამოქვეყნება არ ვიცი რამდენად ეფექტურია საკუთარი მომხრეებისთვის, მაგრამ ამ კაცის ქმედებები რომ დიდი ხანია ქართულ პოლიტიკაზე არსებით ცვლილებებს ვეღარ ახდენს, ამას თვითონაც თუ გაიგებს, ცუდი არ იქნება. არ ახდენს იმიტომ, რომ ამ კაცს კონფლიქტი აქვს საქართველოს კანონმდებლობასთან, საქართველოს სამართალთან. შესაბამისად, ერთადერთი რაზეც გავლენას იქონიებს მისი ჩამოსვლა-არჩამოსვლა, ეს არის მისი პირადი ბედი და სამართლებრივი მდგომარეობა. სააკაშვილი ცდილობს გაამხნევოს და დააჯეროს საკუთარი ამომრჩეველი, ვინც პოტენციურად მოიაზრება მის მხარდამჭერად და იმათშიც კი გატეხილი აქვს სახელი მის დაპირებას, ეს მათი დაჯერების მცდელობაა. ეს არის მორიგი ავანტიურა. რა ახსნა აქვს მას 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოსვლასთან დაკავშირებით? თუმცა, მის ყველა სიტყვას დამაჯერებლობა რეალურად დაკარგული აქვს,"- განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისათვის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში 2 ოქტომბრის საღამოს ჩამოვა. მან შესაბამისი ბილეთიც გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. სააკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა პრემიერ- მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და აღნიშნა, რომ სააკაშვილს საქართველოში გაბრაზებული ხალხი დახვდება.

„რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ რამდენი ადამიანის და მხარდაჭერის მობილიზება შეგვიძლია. სააკაშვილს დახვდება მასზე გაბრაზებული და გამწარებული ასი ათასობით ადამიანი“ , - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს