მამუკა ხაზარაძე - მიშას უნდა ჰკითხოთ ჩამოვა თუ არა, მე რატომ მეკითხებით?!

ჩვენ აქ ვართ ახლა, ვაგრძელებთ ბრძოლას და ეს ბრძოლა არის მოსაგები. ამიტომ, 2 ოქტომბრის მერე ვინ ჩამოვა საქართველოში ამ არჩევნებისთვის გადამწყვეტი არ არის,- ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთანავე, კითხვაზე, სჯერა თუ არა თავად მას, რომ მიხეილ სააკაშვილი ამჯერად შეასრულებს თავის დანაპირებს და დაბრუნდება საქართველოში, ხაზარაძემ აღიშნა, რომ მკითხაობა არ სურს, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ამას არჩევნების ბედზე არანაირი გავლენა არ აქვს.

„ჩვენთვის არაფერი იცვლება, ვინ ჩამოდის და ვინ არ ჩამოდის საქართველოში, მით უმეტეს, არჩევნების მერე. 2 ოქტომბერი არის გადამწყვეტი, ჩვენ აქ ვართ ახლა, ვაგრძელებთ ბრძოლას და ეს ბრძოლა არის მოსაგები. ამიტომ, 2 ოქტომბრის მერე, ვინ ჩამოვა საქართველოში, ამ არჩევნებისთვის გადამწყვეტი არ არის.

ჩვენ ვართ კონცენტრირებული, რომ მთლიანად ოპოზიციასთან ერთად დავდოთ სერიოზული შედეგი, რომ ეს ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვიყვანოთ. ვინ ვის დახვდება, როგორ დახვდება, ვიღაც გაბრაზდება, ვიღაც არ გაბრაზდება, ახლა ამ ეტაპზე ჩემთვის არის მეორეხარისხოვანი. მიშას უნდა ჰკითხოთ ჩამოვა თუ არა, მე რატომ მეკითხებით?! ჩემთვის ეს არაფერს ნიშნავს, ჩემთვის არის 2 ოქტომბრის დილა და მთელი დღე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ არ წაგვართვან ხმები, უნდა დავიცვათ ყველა უბანზე ჩვენი ამომრჩევლის ხმა, არ უნდა მივცეთ ხელისუფლებას გაყალბების საშუალება და ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს თუ გვინდა უკეთესი ცხოვრება და უკეთესი მდგომარეობა დადგეს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ხაზარაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა