ზურაბ აბაშიძე - მჯერა, რომ 2 ოქტომბერს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს მეტ სიცოცხლეს ყველა უბანში

მჯერა, რომ 2 ოქტომბერს ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და მხარს დაუჭერს მეტ სიცოცხლეს ყველა უბანში, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს, მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა.

მან თბილისის მერობის კანდიდატთან, კახა კალაძესთან ერთად საზოგადოების შეკითხვებს ონლაინ რეჟიმში უპასუხა და მთაწმინდის რაიონის განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით მიმდინარე და სამომავლო პროექტები განიხილა. ვიდეოჩართვისას ზურაბ აბაშიძემ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას სიტყვით მიმართა და ამომრჩევლებს თვითმმართველობის არჩევნებზე აქტიური ჩართულობისკენ მოუწოდა.

„ვფიქრობ, 2017 წლიდან საფუძველი დაედო დედაქალაქის განვითარების შეუქცევად პროცესს. სწორედ ამ პერიოდში დიპლომატიური მისიით ყაზახეთში გავემგზავრე და თბილისში ყოველი დაბრუნებისას ჩემთვის მეტად თვალსაჩინო იყო ქალაქის განვითარება. სწორედ ამის გამო გამიჩნდა მოტივაცია, პირადად ჩავრთულიყავი ამ მნიშვნელოვან საქმეში“, - განაცხადა აბაშიძემ.

„ამასთან, მაჟორიტარობის კანდიდატმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მთაწმინდაზე ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ამ მიმართულებით უკანასკნელ წლებში რაიონში არაერთი მსხვილი პროექტი განხორციელდა და ზოგ შემთხვევაში პროცესი ახლაც მიმდინარეობს. მათ შორის, ვერაზე, კერძოდ, ნიკოლაძის ქუჩაზე მდებარე კალათბურთის მოედანს უტარდება სრული რეაბილიტაცია. როგორც ზურაბ აბაშიძემ აღნიშნა, სარემონტო სამუშაოები ძალიან მალე დასრულდება და შედეგად რაიონს ექნება ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული მოედანი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს კახა კალაძის გუნდის ხელწერას – ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას ყველა უბანში.

ონლაინ ჩართვის მიმდინარეობისას საუბარი ასევე შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა: ავარიული სახლების გამაგრება, საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, სპორტული მოედნების მოწყობა/მშენებლობა და საბავშვო ბაღების, ძველი შენობებისა და პარკების რეაბილიტაცია“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო