მამუკა ხაზარაძე - 2 ოქტომბრის არჩევნები იქნება მთლიანად ოპოზიციის გამარჯვება

მე მოლოდინი მაქვს და ამას დიდი ხანია ვამბობ, რომ 2 ოქტომბრის არჩევნები იქნება მთლიანად ოპოზიციის გამარჯვება, - ასე გამოეხმაურა „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე „ედისონ რისერჩის“ კვლევის შედეგებს.

მისი თქმით, ოპოზიციის გამარჯვება იქნება დასაწყისი იმ პროცესებისა, რომელიც საბოლოო ჯამში ქვეყანაში ჩამოაყალიბებს კოალიციურ მმართველობას, რაც ხაზარაძის შეფასებით, არის ერთადერთი სწორი ევროპული გზა საქართველოს მართვის.

„ოპოზიციის გამარჯვება იქნება დასაწყისი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს რიგგარეშე არჩევნებს ისე, როგორც ამას ვამბობდით ერთი წლის წინ, მივიღებთ სრულად პროპორციულ არჩევნებს და ქვეყანა გადავა კოალიციურ მმართველობაზე, რაც არის ერთადერთი სწორი ევროპული გზა ჩვენი ქვეყნის მართვის.

საბოლოო ვერდიქტს ყოველთვის გამოიტანს ჩვენი ამომრჩეველი, ჩვენი ხალხი, ამიტომ 2 ოქტომბერი იქნება იმით გამორჩეული, რომ ძალიან დიდი უმრავლესობით სრულიად ოპოზიცია მოუგებს „ქართულ ოცნებას“ და დაამთავრებს იმ ჭაობს, რომელიც მათ შექმნეს ამ ქვეყანაში“, - განაცხადა ხაზარაძემ.

დავით სიხარულიძე - ქართულ-ამერიკული თანამშრომლობა ყოველთვის იყო დაფუძნებული ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ თანამშრომლობაზე, აშშ-ს მდივნის ვიზიტიც ამის მკაფიო დემონსტრირება გახლდათ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.10.2021
იოსებ ბარათაშვილი - სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა საქართველოს  ხელისუფლებას საკმაოდ  რთული პრობლემის წინაშე აყენებს
კახა ოქრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
„დაჭრილ მებრძოლთა მხარდაჭერის ფონდი“ ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს