მთაწმინდა-რუსთაველის დამაკავშირებელი ახალი საბაგირო გზის პროექტის განხორციელება იწყება

თბილისში ახალი საბაგირო გზის პროექტი განხორციელდება, რომელიც მთაწმინდას და რუსთაველს დააკავშირებს. როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა, პროექტი ადრე უნდა განხორციელებულიყო, თუმცა ხელი პანდემიამ შეუშალა.

„ვიწყებთ კიდევ ერთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას, ეს არის ახალი საბაგირო გზა-მთაწმინდა-რუსთაველის დამაკავშირებელი. ჩვენ ეს პროექტი გასული წლების განმავლობაში უნდა დაგვეწყო, თუმცა, არსებულმა პანდემიამ ხელი შეგვიშალა და მთელი რიგი პროექტების დროებით გაჩერება მოგვიწია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს და სხვა პროექტები მომავალში არ განხორციელდება. რა თქმა უნდა, ყველა პროექტი განხორციელდება და ჩვენი ქალაქი იქნება ყველაზე მოწესრიგებული, ყველაზე მწვანე, ყველაზე წარმატებული. ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც მომდევნო წლების განმავლობაში დაგეგმილი გვაქვს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ქალაქისთვის“, - განაცხადა კალაძემ.

მისი თქმით, პროექტის განხორციელება დაახლოებით 50 მილიონი ჯდება და სამუშაოები 2022 წლის ბოლოს დასრულდება.

„დაახლოებით 2022 წლის ბოლოსთვის მთლიანად დამთავრებული იქნება ეს სამუშაო. არსებული საბაგირო საათში 1200 მგზავრს მოემსახურება. დაახლოებით 21 გონდოლა იმოძრავებს, რაც ძალიან სასიამოვნოა. 4 წუთის განმავლობაში მგზავრებს ექნებათ შესაძლებლობა, რუსთაველიდან მთაწმინდაზე და პირიქით, მთაწმინდიდან რუსთაველზე გადაადგილება შეძლონ“,-განაცხადა კალაძემ.

მისი გამარტებით, ასევე დაგეგმილია ანალოგიური 2 პროექტის განხორციელება.

„კვლევა ჩავატარეთ და 2 კონკრეტული პროექტი გამოიკვეთა - ეს არის გურამიშვილის მეტროდან თემქის ხევის გავლით თბილისის ზღვის მიმართულებით პროექტი და მეორე არის ვაზისუბანში. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომლის განხორციელებასაც მომდევნო წლების განმავლობაში დავიწყებთ“,-განაცხადა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო