მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმეზე, „ტვ პირველის“ დირექტორის, ვატო წერეთლის დაკითხვა მცირე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა

ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმეზე „ტვ პირველის“ დირექტორის, ვატო წერეთლის დაკითხვა მცირე ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

სასამართლო პროცესზე წერეთელმა პროკურორებს კითხვებით მიმართა, რის გამოც მოსამართლემ შენიშვნა მისცა.

„მშვიდად და წყნარად გაეცით პასუხები. თქვენ ნუ იქნებით პროკურორიც, მოსამართლეც და ადვოკატიც. თქვენ აქ ჩვენს დასამოძღვრად არ ხართ“, - მიმართა მოსამართლემ წერეთელს.

მანვე შესთავაზა მოწმედ დასაკითხ პირს, თუკი დარბაზში მყოფი ტელევიზიის კამერა ხელს უშლიდა, გაიყვანდა.

„ეს კამერა ხომ არ გიშლით ხელს? კამერა რომ დგას, მე მგონი, ამიტომ აკეთებთ ამას?",- განაცხადა არევაძემ, რასთან დაკავშირებითაც წერეთელმა უპასუხა, რომ შეურაცხყოფას აყენებდა და რომ ის შოუს არ დგამდა.

„არ გაყენებთ შეურაცხყოფას, ნუ გავცდებით ფარგლებს, დარბაზს მიღმა საუბრის საშუალება გაქვთ, კითხვებს კონკრეტულად გაეცით პასუხი“, - განაცხადა მოსამართლემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა