დავით და გურამ კაკულიების დედა აცხადებს, რომ ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან დაკავშირებით მისი ოჯახის მიმართ მედიაში უსაფუძვლო ბრალდებები ვრცელდება

დავით და გურამ კაკულიების დედა განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უსაფუძვლოა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, Feedc-ის დამფუძნებლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობასთან კაკულიების ოჯახს რაიმე კავშირი აქვს.

„ამ დღეებში გაჟღერდა საინფორმაციო საშუალებებით არაერთი უსაფუძვლო და სრულიად უკანონო რეპორტაჟები თუ განცხადებები ჩვენი ოჯახის მიმართ. არც ერთ გაჟღერებულ ბრალდებასთან ჩვენს ოჯახს არანაირი კავშირი არ აქვს. მოვუწოდებთ ტელევიზიებს, შეწყვიტონ მიზანმიმართული ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია ჩვენი ოჯახის მიმართ", - აცხადებს დავით და გურამ კაკულიების დედა.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული არაოფიციალური ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მკვლე­ლო­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, კავ­ში­რი აქვს, 20 წლის წინ, მოს­კოვ­ში მომ­ხდარ მკვლე­ლო­ბას­თან. მა­შინ სა­კუ­თარ ავ­ტო­მო­ბილ­ში ხელ­ნა­კე­თი ბომ­ბით ქარ­თვე­ლი „კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი“ და­ვით კა­კუ­ლია აა­ფეთ­ქეს. ასევე, მედიაში გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიით, კვარაცხელიას მკვლელობა დავით კაკულიას შვილებმა შეუკვეთეს.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, ვერაზე ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტი გახსნილია. ანჯაფარიძის ქუჩაზე, 22 წლის ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ორ ადამიანს ეძებს. როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო