პროკურორის განცხადებით, ვატო წერეთელმა სასამართლოს ე.წ. ფულის გათეთრების საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მიაწოდა

ე.წ. ფულის გათეთრების საქმის პროკურორის არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, „ტვ პირველის" დირექტორმა ვატო წერეთელმა სასამართლოს საქმესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვერ მიაწოდა.

პროკურორის თქმითვე, ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მტკიცებულებები ბრალდებულების დამნაშავეობას ადასტურებს.

„აღნიშნული პირი ჩვენც გვყავდა მოწმედ დასაკითხ პირთა სიაში, თუმცა, მოვხსენით, ვინაიდან საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებებს ვერ ადასტურებდა. დღევანდელ პროცესზეც იგივე განმეორდა, ფაქტობრივად ყველა შეკითხვაზე მისი პასუხი იყო, რომ არ იცოდა, არ ახსოვდა, მას ინფორმაციულად არაფერი არ მიუწოდებია სასამართლოსთვის. არა თუ მნიშვნელოვანი მოწმე, საერთოდ მისი ჩვენება ფაქტობრივად შემხებლობაში არ იყო განსახილველ საქმეზე.

ჩვენ, სახელმწიფო ბრალდებას მხარს ვუჭერთ, შესაბამისად, მოლოდინი გვაქვს მტკიცებულებების გამოვლევისას გამოვიკვლიეთ უტყუარი მტკიცებულებები და მიგვაჩნია, რომ გონივრულ ეჭვსმიღმა ადასტურებენ წარმოდგენილი ბრალდებულების ბრალეულობას, რაც შეეხება მტკიცებულებებს, არამარტო მოწმეებმა დაადასტურეს ბრალეულობა, არამედ გამოვიკვლიეთ ექსპერტიზის დასკვნები, ასევე წერილობითი მტკიცებულებები და საბანკო გადარიცხვები",- განაცხადა ტყეშელაშვილმა.

ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ 2019 წლის 24 ივლისს ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს