„თიბისის“ მობაილბანკს სამომხმარებლო სესხის ფუნქციონალი დაემატა

აქ, ახლა - „თიბისის“ მობაილბანკში სამომხმარებლო სესხის აღება, საუკეთესო პირობით, ავტომატურადაა შესაძლებელი. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, შესაბამისი ფუნქციონალი მობაილბანკს უკვე დაემატა.

„თიბისის“ ინფორმაციით, ფუნქციონალის გააქტიურებას მომხმარებლები მობაილ ბანკიდან შეძლებენ და თან 100-მდე ერთგული ქულით დასაჩუქრდებიან. 1 ერთგული ქულა 1 ლარის ტოლია და დაგროვილი ქულების გამოყენება შესაძლებელია ერთგულის პარტნიორ ობიექტებში.

მობაილბანკიდან აღებული სამომხმარებლო სესხის საპროცენტო განაკვეთი - 14.5%, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 18%-დან იქნება.

სესხის აღება მომხმარებლებს მობაილბანკის შეთავაზებების კატეგორიიდან შეუძლიათ, სადაც, სასურველი პირობების არჩევის და ხელშეკრულების დადასტურების შემდგომ, თანხა მათ ანგარიშზე აისახება.

შეთავაზებით სარგებლობისთვის აუცილებელია მობაილბანკის აპლიკაციის განახლება.

ფუნქციონალის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.products.tbconline.ge/digital-loan

ვახტანგ ძაბირაძე - თუ ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურის უკეთ გასაკონტროლებლად კონკრეტულ მექანიზმებზე ვერ შეთანხმდნენ, მაშინ გამოვა, რომ ორივე მხარე შეგნებულად მიდის ვითარების გამწვავებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2021
ვიტალი ბალა - თუ სააკაშვილის კიევში დაბრუნებასთან დაკავშირებით უკრაინისა და საქართველოს პირველ პირებს შორის შეთანხმება იქნა მიღწეული, ამ თემაზე საქართველოს ხელისუფლების ადრე გაკეთებული განცხადებები ბევრს არც არაფერს ნიშნავს
„გორგია“ ბათუმში დაზარალებულ ყველა ოჯახს მათთვის საჭირო ტექნიკას, ავეჯსა და საყოფაცხოვრებო ნივთებს გადასცემს
ქართულ ბაზარზე ახალი ინოვაციური ბრენდი „მულტი“ შემოდის
BTU აბიტურიენტებისთვის და მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის მასშტაბურ პროექტს იწყებს