ცესკო-ს თავმჯდომარემ დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა

ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა დიპლომატიურ მისიებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს 2 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიში წარუდგინა. ანგარიში საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2 აგვისტოდან 15 სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ საქმიანობას ასახავს.

გიორგი კალანდარიშვილის ინფორმაციით, საპილოტე პროექტი კრწანისის #4 საარჩევნო ოლქში, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული ზომები, ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება, საარჩევნო რეგისტრაციები, საგანმანათლებლო პროგრამები და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ანგარიშშია ასახული.

„ეს არის ის მნიშვნელოვანი საქმიანობები, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ ამომრჩევლებს და ჩართულ მხარეს, რომლებიც კენჭისყრის დღეს იქნებიან საარჩევნო უბნებზე, შევთავაზოთ თავისუფალი, სამართლიანი და რა თქმა უნდა, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო.

შესაბამისად, ამ მიზნით ჩვენ ფაქტობრივად 24 საათის განმავლობაში ვახორციელებთ ძალიან მნიშვნელოვან საქმიანობებს იმისთვის, რომ ეს სტანდარტები იქნას აწეული, ამასთანავე, არსებობს ყველა ის წინაპირობა იმისთვის, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს მაღალკვალიფიციურად და მაღალ დონეზე, რისი საფუძველიც შექმნა იმ საარჩევნო რეფორმამ, რომელიც მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარეობს“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო