ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა ეროვნული ჩემპიონის ტიტული მოიპოვა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, ქვიშის ფრენბურთში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გოგონათა გუნდმა, მიმდინარე წლის საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვა. გოგონებმა ფინალში საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი დაამარცხეს. საქართველოს ფრენბურთის ეროვნულმა ფედერაციამ გამარჯვევულებს ფულადი ჯილდო, 1500 ლარი გადასცა.

გუნდს ეროვნულ ჩემპიონატში გამარჯვებას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ულოცავენ. რამდენიმე დღის წინ უნივერსიტი მსგავსი გამარჯვებით, ქვიშის ფრენბურთში სტუ-ის ვაჟთა გუნდმაც გაახარა, რომელმაც ასევე საქართველოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

„ეროვნული ჩემპიონატის ფარგლებში, ეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა მეორე მნიშვნელოვანი გამარჯვებაა. ვულოცავ ჩვენი უნივერსიტეტის გოგონათა გუნდს, მათ ღირსეულად და დამსახურებულად მოიპოვეს ჩემპიონის ტიტული! ქვეყნის ჩემპიონის ტიტულის ფლობა, ნებისმიერი უნივერსიტეტისათვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს საუნივერსიტეტო სპორტის განვითარებას, სპორტული ტრადიციების აღორძინებასა და ახალგაზრდა თაობებში სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაციას. ასევე ძალისხმევას არ დავიშურებთ, იმ სტუდენტების წახალისებისათვის, რომლებიც წარმატებული სპორტსმენები არიან. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე მიღებულია“, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, ქვიშის ფრენბურთში საქართველოს 2021 წლის ეროვნული ჩემპიონატი, ფრენბურთის ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა