დღეიდან, სამხედრო საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად პირველადი რეგისტრაცია იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც გახდა შესაძლებელი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურში მოსახვედრად, სრულწლოვან პირს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული პროცედურით, მხოლოდ პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ტელეფონის ნომრის მითითებით, პირველადი რეგისტრაცია გაიაროს იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

სამინისტროს ცნობითვე, პროექტის მიზანია, თავდაცვის ძალებში მოხვედრის მსურველებს სერვისის მაღალი ხარისხი შესთავაზოს და რეკრუტირების პროცესი კიდევ უფრო გაამარტივოს.

„აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს იუსტიისის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი თავდაცვისა და იუსტიციის მინისტრებმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და რატი ბრეგაძემ მოაწერეს. თავდაცვის მინისტრის განცხადებით პირველი და ყოველი მეასე რეგისტრირებული და თავდაცვის ძალებში ჩარიცხული პირი უწყების მიერ დაწესებულ ჯილდოს მიიღებს.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ცხელი ხაზი, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზიდან, იუსტიციის სახელებიდან და საზოგადოებრივი ცენტრებიდან გადამისამართებულ ზარებს აერთიანებს. აღნიშნული სერვისით დაინტერესებული პირი ოპერატიულად მიიღებს ამომწურავ და სრულყოფილ ინფორმაციას სამხედრო საკონტაქტო და სარეზერვო სამსახურის შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, ოპერატორი სამხედრო სამსახურში დარეგისტრირების მსურველს რეგისტრაციის გავლაშიც დაეხმარება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა