თამარ გაბუნია - უსაფრთხო არჩევნები არის ძალიან მნიშვნელოვანი და პერსონალი არის მაქსიმალურად მომზადებული - სექტემბრის დასაწყისში თანამშრომლებს შორის უკვე 75%-ზე მეტი იყო ვაქცინირებული

უსაფრთხო არჩევნები დღეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამდენად, პერსონალი არის მაქსიმალურად მომზადებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ცესკოს თანამშრომლებში აქტიურად მიმდინარეობს ვაქცინაციის პროცესი და 75%-ზე მეტი უკვე აცრილია.

„ჩვენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მუშაობის გამოცდილება საკმარისი დაგვიგროვდა გასული წლის არჩევნებიდან გამომდინარე. პროტოკოლი უკვე არსებობდა. წელს განსხვავება იყო ის, რომ ცესკოს თანამშრომლებში აქტიურად ჩატარდა ვაქცინაციის პროცესი. საკმაოდ კარგი მოცვაა სექტემბრის დასაწყისში უკვე 75%-ზე მეტი იყო უკვე თანამშრომლებს შორის ვაქცინირებული, რაც გაგრძელდა და ვფიქრობ, რომ დღევანდელი მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება.

რაც შეეხება სხვა წესებს. სხვა წესები არის ისევ და ისევ ის სამი ოქროს წესი, რომელიც ჩვენ ვიცით, რომ გვაქვს, პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცირება და ხელის ჰიგიენა. ამდენად, უბნები იქნებიან აღჭურვილი სანიტაიზერებით, როგორც ეს გასულ წლებში იყო და ასევე, იქნება რიგის დაცვის შესაფერისი პირობები. უსაფრთხო არჩევნები არის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი და ამდენად, პერსონალი არის მაქსიმალურად მომზადებული იმისთვის, რომ ამგვარად განხორციელდეს წლევანდელი არჩევნები. ასევე აქტიური ტესტირების პროგრამა ცესკოს თანამშრომლებისთვის უკვე რამდენიმე ხანია მიმდინარეობს. ბუნებრივია, არჩევნების დღესაც ტესტირების პროგრამა მაღალი რისკის მქონე იმ პირებისთვის, ვინც იქ მუშაობს, ჩატარდება”, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს