ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეისწავლონ რამდენი პირია აცრილი მათ დაწესებულებაში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სკოლის დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეისწავლონ რამდენი პირია აცრილი მათ დაწესებულებაში.

როგორც ამირან გამყრელიძემ განაცხადა, დირექტორებმა ასევე უნდა იცოდნენ, რამდენს აქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია.

მისივე თქმით, დასწრებითი სწავლის დაწყებისას გაითვალისწინეთ ეპიდვითარება, რომელიც სტაბილიზაციისკენ მიდის.

„მაღალმთიან რეგიონებში, 500-მდე სკოლაში, ეპიდსიტუაცია შევისწავლეთ. სადაც ინტერნეტის ხელმისაწვდომობა რთულია, იქ აუცილებელი ჩავთვალეთ გადაწყვეტილება, რომ გახსნილიყო. ასევე, მივიღეთ მხედველობაში, რომ ეპიდვითარება ქვეყანაში მოდის სტაბილიზაციისკენ. 3 ვერსია გვქონდა განსახილველი. საბჭოზე ყველა ვერსია იყო წარდგენილი. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაიწყოს დასწრებული სწავლა, ძალიან მკაცრი კონტროლით.

რადგან „დელტა“ შტამი ქვეყანაში 100%-ით ცირკულირებს და ბავშვებს აზიანებს, შემოვიტანეთ პირბადე პირველიდან მეხუთე კლასამდეც, როდესაც ადრე მხოლოდ მეხუთე კლასის ზემოთ იყო. ასევე არის მოწოდება და რეკომენდაცია, რომ ყველა დირექტორმა იცოდეს რამდენია მასთან აცრილი, რამდენს აქვს ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი ინფექცია, ყველა დირექტორს ჰქონდეს გეგმა, როგორ უნდა აიცრას ის, ვინც არ არის აცრილი. ამავე დროს დირექტორებს მიეცათ რეკომენდაცია, რომ შეისწავლონ თავიანთი სკოლის მოსწავლეთა მშობლები როგორ არიან აცრილები, მოუწოდონ მათ“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

ამირან გამყრელიძის თქმით, მთელი ერთი წლის განმავლობაში პანდემიამ გარდა ჯანმრთელობისა უზარმაზარი ზიანი მიაყენა განათლებას.

„ჩვენ სერიოზული განხილვები გვქონდა ბოლო 1 თვის განმავლობაში. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ძალიან აქტიურად ვმუშაობდით, როგორც მინისტრთან, ისე მის ორ მოადგილესთან, რომლებიც კურირებენ როგორც სკოლებს, ისე უმაღლეს სასწავლებლებს. სკოლები ბევრად უფრო სენსიტიური საკითხია, უაღრესად აუცილებელია ბავშვების დასწრებული სწავლა, განსაკუთრებით პირველი ექვსი კლასის. დისტანციურ სწავლებას ისინი ვერ მიეჩვივნენ. მთელი ერთი წლის განმავლობაში პანდემიამ გარდა ჯანმრთელობისა უზარმაზარი ზიანი მიაყენა განათლებას“,- აღნიშნავს გამყრელიძე.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს