თაკო ჩარკვიანი - ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება საფუძველშივე მიუთითებს, რომ რაღაცას ცუდს აპირებს

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება საფუძველშივე მიუთითებს, რომ რაღაცას ცუდს აპირებს, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომელმაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში მშვიდობიანად დასაბრუნებლად საერთო სახალხო მოძრაობა დააფუძნა.

მან აქვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოძრაობა პასუხისმგებლობას იღებს, რომ გაიმართება მშვიდობიანი მსვლელობა.

"ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებით გაოგნებული დავრჩი. ქალაქს ბანდერლოგები, მორგოშია და ტიპები რომ მიუსია და პოლიცია ორი დღე არ აკონტროლებდა, ამას გულისხმობს?! ეს არის პრემიერის კანონიდან გასვლა. ჩვენს მიერ შექმნილი მოძრაობის მთავარი იარაღი არის ხალხის რაოდენობა. პრემიერმა თქვა: - 5 ათას კაცსაც ვერ აგროვებთო. ხოდა ვნახოთ, ვაგროვებთ თუ არა", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ამასთან, როგორც ჩარკვიანმა აღნიშნა, ტყუილ-მართალით არეული მურუსიძის სასამართლოთი ვერ იტყვის, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა.

"დიდი რაოდენობით მივალთ და განვაცხადებთ, რომ გვინდა ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის ამუშავება იმ დრომდე, ვიდრე მახინჯი მართლმსაჯულება გვაქვს", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო