„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა" და კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა

„საქართველოს მედიატორთა ასოციაციასა" და კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" ინფორმაციით, ასოციაციასა და კონკურენციის ეროვნულ სააგეტოს შორის გაფორმებული მემორანდუმი მიზნად ისახავს, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, მედიაციისა და კონკურენციის სფეროში მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით, ასევე შეთანხმდნენ სამიზნე ჯგუფების ჩართულობით, განახორციელონ სხვადასხვა ერთობლივი ღონისძიებები, სასწავლო პროექტები, გასვლითი სამუშაო შეხვედრები, კონფერენციები და სხვა აქტივობები.

მათივე ცნობით, მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები უზრუნველყოფენ საჯარო ინფორმაციის გაცვლას, სხვადასხვა კვლევების წარმოებას და კონსულტაციების გაწევას.

„მემორანდუმს ხელი მოაწერეს სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის" თავმჯდომარე, ირაკლი ყანდაშვილმა და საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ - ირაკლი ლექვინაძემ" , - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს