შსს-ს ინფორმაციით, IDFI ანგარიშის თანახმად, სამინისტრო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკით საქართველოში მოწინავე საჯარო დაწესებულებაა

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა დღეს საქართველოს საჯარო დაწესებულებებში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში პოზიტიურად არის შეფასებული შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებლები და ის ყველაზე მაღალი (100%)-იან მაჩვენებლით არის ასახული.

"2021 წელს, შესაბამისი სამართლებრივი აქტის მოთხოვნების დაცვით მხოლოდ 6 საჯარო დაწესებულებას (საქართველოს პარლამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტრო, სტატისტიკის ეროვნული სამსახური, აჭარის ა/რ-ის უმაღლესი საბჭო, საფინანსო-ანალიტიკური სამსახური, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი) ჰქონდა სრულყოფილად (100%-ით) გამოქვეყნებული ინფორმაცია.

„მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საქართველოს ცენტრალური საჯარო დაწესებულებების (პარლამენტის აპარატი, მთავრობის ადმინისტრაცია, სამინისტროები) საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების მაჩვენებლები 31%-დან 100%-მდე მერყეობს. მათ შორის, ყველაზე მაღალი (100%) შედეგი, განვლილი წლის მსგავსად საქართველოს პარლამენტმა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჩვენა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს შემთხვევაში, ვებ-გვერდზე პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაცია, სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით დაწესებულ მოთხოვნებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო წარმოადგენს ერთ-ერთ იშვიათ გამონაკლისს, რომელიც საჯარო ინფორმაციის გვერდზე დოკუმენტაციას აქვეყნებს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენებზე.

გარდა ამისა, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების რეიტინგის მიხედვით (2021 წლის აგვისტო-სექტემბრის მონიტორინგის შედეგები) შინაგან საქმეთა სამინისტრო 100%-იანი მაჩვენებელი აქვს. სამინისტროებს დაქვემდებარებულ უწყებებს შორის ინფორმაციის პროაქტიულად ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი ყველაზე მეტად სსიპ დაცვის პოლიციამ (+ 45%) და სსიპ 112-მა (+44%) გააუმჯობესეს.

IDFI-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშში წარმოდგენილია საქართველოში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის შეფასება 2021 წლის სექტემბრის მდგომარეობით და მოცემულია ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობის ტენდეციები განვლილ წლებთან შედარებით. ანგარიში მოიცავს ასევე საჯარო დაწესებულებათა პროაქტიული გამჭვირვალობის რეიტინგებს. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება საქართველოს მიერ ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ფარგლებში აღებულ ვალდებულებათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო