ნათია თურნავა სააკაშვილის განცხადებაზე - დაიღალა ქართული საზოგადოება იმის მოსმენით: „ჩამოვდივარ, ჩამოვდივარ”

ყველანაირად ცდილობენ მოაწყონ პროვოკაცია, ეს არის პროვოკაციის ნაწილი , - ასე გამოეხმაურა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შესაძლო დაბრუნების საკითხს.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყოფილი პრეზიდენტის მიზანი არეულობისა და დისონანსის შემოტანაა ქვეყანაში.

"ხელმოცარული ძალაა, ხედავენ რომ ამ არჩევნებში არანაირი პერსპექტივა არ გააჩნიათ. ყველანაირად ცდილობენ მოაწყონ პროვოკაცია, ეს არის პროვოკაციის ნაწილი. დაიღალა ქართული საზოგადოება, იმის მოსმენით, რომ ჩამოვდივარ, ჩამოვდივარ. ერთადერთი მიზანი არის არეულობის და დისონანსის შემოტანა, ჩვენ არავის მივცემთ ქვეყნის არევის უფლებას. ჩვენ მთავარი ამოცანა არის განვამტკიცოთ მშვიდობიანი განვითარების პერსპექტივა, რომელსაც ჩვენი საზოგადოება გრძნობს და არავინ მისცემს არავის ქვეყნის არეულობის შესაძლებლობას", - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ კიევი-თბილისის ბილეთი 2 ოქტომბრისთვის შეიძინა. ამის შესახებ სააკაშვილმა "ფეისბუქზე" ვიდეო მიმართვაში განაცხადა. სააკაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საარჩევნო უბნები დაიხურება, ყველა უნდა გამოვიდეს ქალაქების, სოფლების ცენტრებში და ერთად დაიცვან გამარჯვება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა