"მესამე ძალა - სტრატეგია აღმაშენებელმა" წინასაარჩევნო კამპანიის რეგიონალური დასკვნითი ღონისძიება გამართა

"მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელმა" ქუთაისში წინასაარჩევნო კამპანიის რეგიონალური დასკვნითი ღონისძიება გამართა, სადაც საზოგადოებას სიტყვით გიორგი ვაშაძემ მიმართა.

ვაშაძის განცხადებით, მისმა გუნდმა შემოიარა უამრავი სოფელი თუ ქალაქი, სადაც ადამიანებს უამრავი პრობლემა აქვთ.

ოპოზიციონერ ლიდერს მიაჩნია, რომ ამ არჩევნებზე საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გააკეთონ სწორი არჩევანი, რათა ის გაჭირვება და სიღარიბე რაც დღეს ქვეყანაშია დარჩეს წარსულში და დაიწყოს ქვეყნის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც თითოეულ ოჯახზე აისახება.

"რამდენიმე დღე დარჩა არჩევნებამდე, ჩვენ ამ საარჩევნო კამპანიის მანძილზე ათასობით ადამიანს შევხვდით, შემოვიარეთ ქალაქები, სოფლები და დაგვხვდა რა?! უფრო მეტი გაჭირვება და უბედურება, ვიდრე ეს ერთი წლის წინ იყო. დღეს ისე როგორც არასდროს 30- წლიანი დამოუკიდებლობის შემდეგ საქართველო დაშორდა ევროპულ ოჯახს, ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მთელი მსოფლიო გაფაციცებით უყურებს ამ არჩევნებს და ელის ქართველი ხალხის ხმას, რა არჩევანს გავაკეთებთ ჩვენ?! ავირჩევთ ევროპისგან დაშორების გზას, თუ ავირჩევთ ევროპაში ინტეგრაციის გზას! ჭაობის გზას თუ წინსვლის და განვითარების. ჩვენ "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი" შევქმენით იმისთვის, რომ პირდაპირ ვუთხრათ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, ჩვენთვის მიუღებელია მმართველობის ის ფორმა და შინაარსი, რომელიც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას. ჩვენ გავაერთიანეთ პოლიტიკური ძალები, ლიდერები, პროფესიონალები, რომლებიც მზად არიან თქვენ გემსახურონ და დაიხარჯონ საკუთარი ქვეყნისთვის. არ გთხოვთ თავგანწირვას, უბრალოდ გთხოვთ, ჩვენი თავისუფალი ნების გამოვლინება ვაჩვენოთ 2 ოქტომბერს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს