ლევან დოლიძე - სააკაშვილის ჩამოსვლა შეიძლება მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას „ქართული ოცნება“ გადაწყვეტს - პროცესს ისეთი გაგრძელება ექნება, როგორიც მელიას დაპატიმრება იყო, კულმინაცია კი ამნისტია იქნება

სააკაშვილის ჩამოსვლა შეიძლება იმ შემთხვევაში მოხდეს, თუ ამას "ქართული ოცნება" გადაწყვეტს, - ამ პროცესს ექნება ზუსტად ისეთი გაგრძელება, როგორიც ეს იყო ნიკა მელიას დაპატიმრება. ამის კულმინაცია იქნება მისი ამნისტია, როგორც მელიას შემთხვევაში, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან დოლიძემ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე" განაცხადა.

როგორც ლევან დოლიძემ აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის ბოლო განცხადება, საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით, ღიმილისმომგვრელია.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის განცხადებებმა დამაჯერებლობა დაკარგა.

"უკვე ცოტათი ღიმილისმომგვრელია ასეთი დაპირებები, სხვადასხვა ფორმას იძენს ეს ყველაფერი. ვიხილეთ უფრო კრეატიული ფორმა პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან ამასთან დაკავშირებით, როდესაც მან ბილეთის ჯავშანი გამოაქვეყნა, თუმცა, ეს, ფაქტობრივად, არ თარიღდება 2 ოქტომბრით, ეს პრინციპში დათარიღებულია 3 ოქტომბრით. კარგად გვესმის, რა არის რეალური ამოცანა. ყველა მხარე ცდილობს თავისი მხარდამჭერების მობილიზებას და ვფიქრობ, პოლიტიკური ეტაპის იმ პოლიტიკურ პროცესამდე მივაღწიეთ, როდესაც ასეთი ტიპის მცდელობები აღარ არის ისე რელევანტური, როგორც ეს იყო რამდენიმე წლის ან რამდენიმე თვის წინ.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებამ დამაჯერებლობა დაკარგა. როდესაც ვისმენთ მეოცედ ამ განცხადებას, არა თუ დამაჯერებელი, მისი ჩამოსვლა მოსალოდნელი არ არის. მისი ჩამოსვლა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუ ამას თავად პარტია "ქართული ოცნება" გადაწყვეტს, მაგრამ ჩვენ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ვერ დაძაბავს ვითარებას. ის ჩამოვა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ამას უზრუნველყოფს "ქართული ოცნება" - ამ პროცესს ექნება ზუსტად ისეთი გაგრძელება, როგორიც ეს იყო ნიკა მელიას დაპატიმრება. ჰიპოტეტურად, რომ ვიმსჯელოთ, თუ ამას "ოცნება" გადაწყვეტს, ამის კულმინაცია იქნება მისი ამნისტია, ისე როგორც ეს მოხდა მელიას შემთხვევაში", - განაცხადა ლევან დოლიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო