კასპში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა აშენდება

კასპში ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა აშენდება. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ახალი სახანძრო -სამაშველო შენობის მშენებლობის მიმდინარეობის პროცესს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, პირადად გაეცნენ.

პროექტის განხორციელებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარზე მეტი გამოიყო. კასპის სახანძრო-სამაშველო შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად იქნება აღჭურვილი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მეხანძრე-მაშველების სამუშაო პირობებს.

„წლების განმავლობაში კასპში სახანძრო-სამაშველო სამმართველო ძველ შენობაში იყო განთავსებული, რომელიც მეხანძრე-მაშველთა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა. კასპის მუნიციპალიტეტს სახანძრო-სამაშველო სამმართველოს თანამედროვე იერსახის შენობა 2022 წლის მარტიდან მოემსახურება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა