ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისს" არარეზიდენტი მკვლევარის რანგში სოფია ბაბუნაშვილი შემოუერთდა

ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისს" არარეზიდენტი მკვლევარის რანგში სოფია ბაბუნაშვილი შემოუერთდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯეოქეისიდან“ აცნობეს, მისი კვლევის სფეროს წარმოადგენს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხები. კერძოდ, უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული ზედამხედველობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა და ინფორმაციული უსაფრთხოება.

სოფია ბაბუნაშვილს როგორც საჯარო სექტორში ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება გააჩნია. იგი 2014 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის აპარატის უფროსი. სოფიას ეკავა სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობები ნატოს სამეკავშირე ოფისში საქართველოში. ასევე, იყო ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის რეგიონალური ხელმძღვანელი.

იგი ფლობს ჟენევის (შვეიცარია) უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო და ევროპული უსაფრთხოების მიმართულებით. აგრეთვე, არის უსაფრთხოების პოლიტიკის ჟენევის ცენტრის (შვეიცარია), საერთაშორისო უსაფრთხოების პოლიტიკის რვათვიანი პრესტიჟული კურსის („ლიდერობა 21-ე საუკუნის საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში“) და ციურიხის (შვეიცარია) ტექნოლოგიური უნივერსიტეტის (ETH Zurich) საჯარო მმართველობისა და ადმინისტრირების პროგრამის კურსდამთავრებული.

„გვიხარია სოფია ბაბუნაშვილის ჩვენს გუნდში შემოერთება. მისი ღრმა ცოდნა და გამოცდილება დიდი შენაძენია ჩვენი ორგანიზაციისათვის. ვუსურვებთ მას წარმატებას და ახალ მიღწევებს ჩვენს გუნდთან ერთად“, - განაცხადა „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა