„თიბისის“ მხარდაჭერით, თბილისში YTONG-ის ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა

თბილისში, პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, YTONG-ის ბრენდის ენერგოეფექტური ბლოკის ქარხანა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

პროექტი „არქიმ“ 2015 წელს, გერმანელ პარტნიორთან - „ქსელა ჯგუფთან“, „საპარტნიორო ფონდთან“ და „თიბისისთან“ ერთად დაიწყო. 2019 წელს კი, პროექტის პარტნიორებს „ბიქეი კონსთრაქშენი“ შეუერთდა.

საწარმოს ჯამური ინვესტიცია 55 მილიონი ლარია. პროექტის პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტი კი „თიბისია“.

როგორც „თიბისიში“ აცხადებენ, ქარხანაში წლიურად 30 მილიონი ლარის პროდუქციის შექმნა და 200-მდე ადამიანის დასაქმება იგეგმება. საწარმო უახლოეს პერიოდში სრულად ჩაანაცვლებს YTONG-ის პროდუქციის იმპორტს და ექსპორტზეც გავა.

YTONG გერმანული ბრენდია, რომელიც უკვე 100 წელია მაღალტექნოლოგიური სამშენებლო მასალის წარმოების ლიდერია. ამჟამად, მსოფლიოს მასშტაბით, YTONG-ის 100-ზე მეტი ქარხანა ფუნქციონირებს. მის ბლოკს უნიკალური ენერგოეფექტური თვისებები გამოარჩევს. სტანდარტულ სამშენებლო ბლოკთან შედარებით, YTONG-ის ბლოკს 6-ჯერ ნაკლები თბოგამტარობა აქვს, შესაბამისად, ამ ბლოკით აშენებული კედელი უფრო დიდხანს ინარჩუნებს ოთახის ტემპერატურას და კომუნალურ გადასახადებს დაახლოებით 35%-ით ამცირებს. ამასთან, YTONG-ის ბლოკი ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან შედგება და ხანძარგამძლეა.

„ხარისხიანი მშენებლობა „არქის“ მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, უკვე 7 წელია "არქის" ყველა პროექტის მშენებლობა სწორედ YTONG-ის გერმანული ბლოკით მიმდინარეობს. დღემდე, ჩვენ ვახდენდით ამ ბლოკის იმპორტირებას საქართველოში იმისთვის, რომ ჩვენი მაცხოვრებლებისთვის საუკეთესო ხარისხი შეგვეთავაზებინა. 2015 წლიდან დავიწყეთ თბილისში YTONG-ის ქარხნის პროექტზე მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად და დღეს უკვე გავხსენით თბილისში გერმანული სტანდარტის YTONG-ის ქარხანა, რომლის პროდუქციაც უკვე ადგილობრივად, საქართველოში იქნება წარმოებული და ხელმისაწვდომი“, - განაცხადა „არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ.

„აღნიშნული პროექტი ჩვენთვის 2 მნიშვნელოვან მიმართულებას - სამშენებლო მასალების იმპორტის ჩანაცვლებასა და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებას აერთიანებს. მოხარულები ვართ, რომ თიბისის თანამონაწილეობით ქართულ ბაზარზე გერმანული სტანდარტი და ხარისხი შემოდის და ისეთი ინოვაციური პროდუქტი შეიქმნება, რომლის წარმოებასაც სრულად ქართული მასალები და საქართველოში მოპოვებული წიაღისეული მოხმარდება. "თიბისისთვის" პრიორიტეტულია იმ ინიციატივების მხარდაჭერა, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ წარმოებასა და დასაქმებას უწყობს ხელს“, - განაცხადა „თიბისის“ გენერალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა